Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამაზე ბევრად მაღალ შედეგს დავდებთ ოქტომბრის არჩევნებში, ამას იხილავს ქართული საზოგადოება 26 ოქტომბრის ღამეს

მარშალ პრესი 14/05/2024
irakli kobakhidze3

ჩვენ წინა არჩევნები ძალიან სტაბილურად და მყარად მოვიგეთ, ამაზე ბევრად მაღალ შედეგს დავდებთ ოქტომბრის არჩევნებში, ამას იხილავს ქართული საზოგადოება 26 ოქტომბრის ღამეს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ყველა დაინახავს, რომ შემდეგ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ექნება უპრეცედენტო მხარდაჭერა.  ჟურნალისტის კითხვაზე, ოპოზიციის მხრიდან უკვე გაისმა მოწოდებები, რომ აქციაზე მთავარი მოთხოვნა არა კანონის უკან გაწვევა, არამედ ხელისუფლების ცვლილება უნდა იყოს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის ისტერიული განცხადებები. 

„მე მგონია, რომ ეს არის ერთგვარი ისტერიული განცხადებები მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ოქტომბერში, რამდენიმე თვეში ტარდება საპარლამენტო არჩევნები. თუ ხელისუფლების შეცვლა გინდა, კეთილი ინებე და მიიღე ამომრჩევლის მხარდაჭერა, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც არავითარი იმედი არ აქვთ, რა თქმა უნდა, ასეთ ისტერიულ განცხადებებს აკეთებენ. 

ყველა დაინახავს, რომ შემდეგ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ექნება უპრეცედენტო მხარდაჭერა. ჩვენ ხომ წინა არჩევნები ძალიან სტაბილურად და მყარად მოვიგეთ, ამაზე ბევრად მაღალ შედეგს დავდებთ ოქტომბრის არჩევნებში, ამას იხილავს ქართული საზოგადოება 26 ოქტომბრის ღამეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ უხეში დამოკიდებულების გამოვლინება – ირაკლი კობახიძე საპროტესტო აქციაზე ჟიგიმანტას პავილიონისის მისვლაზე
Next: საქართველოში ჩვენ მთავრობის ჩამოგდება გვინდა, რომ სომხებთან ერთად მეორე ფრონტი გახსნან რუსების წინააღმდეგ კავკასიაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.