Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილთან სანქციებით საუბარი არასდროს არის ეფექტური – ირაკლი ქადაგიშვილი

მარშალ პრესი 14/05/2024
irakli qadagishvili

ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ის პიროვნება, რომელიც ამა თუ იმ მუქარის თუ სანქციების შიშის გამო, უარს იტყვის საქართველოზე, საქართველოს ინტერესების დაცვაზე, საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორი ჯიმ ო’ბრაიენი, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტის წარდგენას გეგმავს, რის გამოც, მმართველი გუნდი “გამჭვირვალობის კანონპროექტს’ შეარბილებს.

ქადაგიშვილის განცხადებით, უკვე ორი წელია, ბიძინა ივანიშვილი ორი წელია, რაც არაფორმალურად სანქცირებულია და მას საქართველოს ინტერესებისთვის არასდროს უღალატია.

“ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილი ყოველთვის იყო ერთი რამ – საქართველო არის სახელმწიფო და ამ სახელმწიფოსთან დაკავშირებით, ყველას შესაბამისი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. ასე რომ, სანქციებით ბიძინა ივანიშვილთან საუბარი არასდროს არის ეფექტური, თან, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ფაქტობრივად, ორი წლის განმავლობაში, იგი არაფორმალური სანქციების ქვეშ ისედაც იმყოფება და ერთხელ არ უღალატია თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის.” – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.პ

Continue Reading

Previous: იაგო ხვიჩიას მწარე და უცენზურო სიმართლე საპროტესტო აქციებზე (ვიდეო)
Next: ხელისუფლებამ პოზიციური ბრძოლა უკვე მოიგო თუნდაც იმით, რომ ო’ბრაიენი საქართველოში ჩამოდის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025