Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩემთვის, ჩემი ქვეყნის ინტერესი უპირატესია. მამული, ენა, სარწმუნოება – ჯონდო მუზაშვილი

მარშალ პრესი 14/05/2024
jondo muzashvili

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი სამბოში და სამბოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯონდო მუზაშვილი ქვეყანაში „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მუზაშვილი აღნიშნავს, რომ არასდროს დაუზოგავს თავი საქართველოს ღირსებისთვის საბრძოლველად და დღესაც მისთვის ქვეყნის ინტერესი უპირატესია. მისივე თქმით, მიესალმება დასავლური ტიპის ქართულ გამჭვირვალობას, რეალურ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.

„არასოდეს დამიზოგია თავი ჩემი ქვეყნის ღირსებისთვის საბრძოლველად და სხვის დროშებზე მაღლა საქართველოს დროშა ამიწევია. დღესაც ჩემთვის, ჩემი ქვეყნის ინტერესი უპირატესია. მამული, ენა, სარწმუნოება ! არა რუსულ კანონს! კი დასავლური ტიპის ქართულ გამჭვირვალობას! კი რეალურ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას!“ – წერს ჯონდო მუზაშვილი.

Continue Reading

Previous: ბიძინა ივანიშვილმა ამ უარით ყველას დაგვანახა, რომ დასრულდა ქვეყანაში მონური მორჩილება – ნინო ფოჩხუა
Next: იაგო ხვიჩიას მწარე და უცენზურო სიმართლე საპროტესტო აქციებზე (ვიდეო)

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025