Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნებისმიერი შეკრება და მანიფესტაცია იქნება დაცული მანამ, სანამ ის ატარებს კანონიერ ხასიათს, როგორც კი მიიღებს საპირისპირო შინაარსს, იქნება მიღებული კანონით გათვალისწინებული ზომები

მარშალ პრესი 13/05/2024
sozar subari2

„საქართველოში შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება არის აბსოლუტურად დაცული მანამ, სანამ ის არ მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს,” – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. მისი თქმით, ის, რაც საზოგადოებამ შეკრებებზე იხილა, განსაკუთრებით წუხელ, იყო კანონის დარღვევა და მასზე სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირება ექნებათ.

„საქართველოში შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება არის აბსოლუტურად დაცული მანამ, სანამ ის არ მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. კანონსაწინააღმდეგო ხასიათია ის, რაც ვიხილეთ წუხელ, როდესაც პოლიციელებს ასხამდნენ თვალებში წიწაკის სპრეის, აგინებდნენ, გადადიოდნენ შეტევაზე, ესროდნენ გარკვეულ ნივთებს, ბოთლებს და ამას ბუნებრივია, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება სამართალდამცავების მხრიდან.

კანონის დარღვევაა, როცა შეკრების მონაწილეები ცდილობდნენ სახელმწიფო შენობების, სტრატეგიულო ობიექტების ბლოკირებას. პარლამენტი არის სტრატეგიულო ობიექტი, მითუმეტეს საპარლამენტო რესპუბლიკაში და ამას ბუნებრივია, მოჰყვება პასუხი სახელმწიფოს მხრიდან.

ამიტომაც, ნებისმიერი შეკრება და მანიფესტაცია იქნება დაცული, მანამ, სასამ ის ატარებს კანონიერ ხასიათს, როგორც კი მიიღებს საპირისპირო ხასიათს, იქნება მიღებული კანონით გათვალისწინებული ზომები კანონის დამრღვევთა წინააღმდეგ,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ კანონპროექტს ის ვეტოს დაადებს – სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი იქცა უბრალო სათამაშო იარაღად, „გლობალური ომის პარტიის“ ხელში“
Next: სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები განისაზღვრა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.