უკრაინის სიძულვილი და ლგბტ თემის დისკრიმინაცია-ასეთია “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამის შინაარსი და მათ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების თემა’– წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
“ევროვიზიაზე ხმის მიცემისას საქართველოს პოზიციამ ერთის და მეორის მცდელობაც წყალში ჩაუყარა. საქართველომ ( კვალიფიციურმა ჟიურიმ) ყველაზე მაღალი, 12 ქულა შვეიცარიელ მომღერალს დაუწერა, რომელიც გამარჯვებული გახდა და რომელიც ლგბტ თემის წარმომადგენელია, ხოლო მეორე, ხალხის შეფასების ნაწილში საქართველომ ყველაზე მაღალი 12 ქულა უკრაინას მიაკუთვნა ( რომელიც მესამე ადგილზე გავიდა).
ისეთი ბნელი ხელისიფლების დროს გვიხდება ცხოვრება, რომ უკვე ისეთი რაღაცებიც გვიკვირს, როგორიც ჟიურის მიერ დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილებაა.
მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ევროვიზიის ქართული ჟიური არ აჰყვა “ოცნების” პროპაგანდას, არ შეუშინდა რეპრესიებს და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. საინტერესოა, ვიცოდეთ ამ ჟიურის შემადგენლობა.
რაც შეეხება ქართველი მომღერლის გამოსვლას, ის გაცილებით უკეთეს შედეგს იმსახურებდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობამ ცუდი სამსახური გაუწია. უკრაინის მიერ მიცემული ნული ქულაც საგულისხმო იყო, თუმცა მეზობელი სომხეთ-აზერბაიჯანის და ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ყველამ ნული ქულა დაუწერა.”- წერს გოცირიძე.
