Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სხვისი ხელით და სხვისი დაზიანებით უნდათ, რომ როგორმე ძალადობრივი პროცესები წარმართონ

მარშალ პრესი 13/05/2024
guram macharashvili

“დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ყოველდღე ნახავს ახალ-ახალ მტკიცებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს აქციები არის ხელოვნური და რაც მთავარია, უცხოეთიდან დაფინანსებული იმისათვის, რომ აქ როგორმე ძალადობრივი პროცესები ააგორონ”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიას განუცხადა.

მისი თქმით, მცდელობა იმისა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდოს, იქნება.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება და საზოგადოება ყურადღებით უნდა იყოს.

“დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი მტკიცებულება გამოჩნდება იმისა, თუ როგორ გაეღიზიანებინათ პოლიციელები, შეურაცხყოფა მიეყენებინათ, რომ იქნებ როგორმე, ვინმე დაზიანებულიყო – შემდეგ ამაზე აეგოთ დანარჩენი ძალადობრივი პროცესები. რაც ვნახეთ, ამას ხომ პირდაპირ ინდივიდუალურ საუბრებში არაერთხელ ამბობდნენ?! – ვიღაცა თვალს დაკარგავს, ვიღაც დაზიანდება, ვიღაცებს დაიჭერენ და ა.შ. სხვისი ხელით და სხვისი დაზიანებით უნდათ, რომ როგორმე ძალადობრივი პროცესები წარმართონ. ეს ხომ უკვე საჯაროდ აღიარებული მტკიცებულებებია?! ზოგს ფულს მისცემენ, ზოგს აშანტაჟებენ – სხვადასხვა მეთოდებია, რომ ეს ყველაფერი ძალადობრივ პროცესებში გადაიზარდოს.

დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ყოველდღე ნახავს ახალ-ახალ მტკიცებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს აქციები არის ხელოვნური და რაც მთავარია უცხოეთიდან დაფინანსებული იმისათვის, რომ აქ როგორმე ძალადობრივი პროცესები ააგორონ. არ გამოუვათ, მაგრამ მცდელობები იქნება და ამისათვის ყურადღება არის საჭირო როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების მხრიდანაც”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: არა რუსულ კანონს – ქართული კანონით მალე ყველაფერი ნათელი გახდება და დასავლური ტიპის გამჭვირვალობა საქართველოშიც წესად იქცევა
Next: ვალდებულებაა პრეზიდენტის, რომ როცა წარმოადგენს ვეტოს დასაბუთებას, ამ დასაბუთებას ჰქონდეს კანონპროექტის სახე – არაო არ დავწერო, ანუ თავისი მოვალეობის შესრულებაზე თქვა უარი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.