Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტის სხდომასთან ერთად ლექციების ჩაშლაც რომ უნდა ვიცით, მაგრამ ამ ადამიანების კურსელებს და იმ ხალხს რას ეუბნებით, ლექციებისა და გამოცდების გაუქმებას რომ უპირებთ?!

მარშალ პრესი 12/05/2024
giorgi chakvetadze

„ამოქოქეს პარტიული აქტივი და უნივერსიტეტებში დაუმორჩილებლობას ვაცხადებთო. ეს იმ სურათის შექმნისთვის სჭირდებათ, რაც ტრენინგებზე დაუწერეს. სიმბოლურია, რომ პირველად ეს დღეს, მიშას უნივერსიტეტის წინ გააკეთეს“-წერს სოციალურ ქსელში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე.

გიორგი ჩაკვეტაძე სტუდენტების და ლექტორების გაფიცვას ეხმიანება და ლექტორებს მიმართავს, პოლიტიკა უნივერსიტეტის გარეთ დატოვონ და ნუ მოახდენენ საუნივერსიტეტო ცხოვრების საბოტაჟს.

„ამოქოქეს პარტიული აქტივი და უნივერსიტეტებში დაუმორჩილებლობას ვაცხადებთო. გადააჭრელეს ჯგუფები აბა თქვენ რას აპირებთო. ეს იმ სურათის შექმნისთვის სჭირდებათ, რაც ტრენინგებზე დაუწერეს. ნებისმიერ უნივერსიტეტში იპოვიან 20 სტუდენტს, ვინც ამაზე დათანხმდებათ.

სიმბოლურია, რომ პირველად ეს დღეს, მიშას უნივერსიტეტის წინ გააკეთეს. მანდ მაინც ვის არ ემორჩილებით, გიული ალასანიას?!
ნაც. მოძრაობას, პარლამენტის სხდომასთან ერთად ლექციების ჩაშლაც რომ უნდა ეს ვიცით, მაგრამ ამ ადამიანების კურსელებს, ჯგუფელებს და იმ ხალხს რას ეუბნებით, ლექციებისა და გამოცდების გაუქმებას რომ უპირებთ?! სხვა შეხედულებები ვისაც აქვს ქართულ კანონზე – თქვენ დაგელოდონ?!

ლექტორებს მინდა მივმართო, აკადემიური თავისუფლება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გთხოვთ, პოლიტიკა უნივერსიტეტის გარეთ დატოვოთ და ნუ მოახდენთ საუნივერსიტეტო ცხოვრების საბოტაჟს.

მეგობრებო, არ მისცეთ უფლება დესტრუქციულ ჯგუფებს, რადიკალური მიზნებისთვის გამოგიყენონ! ჩვენ, ერთად უნდა გავაგრძელოთ ქართული საგანმანათლებლო სისტემის მშენებლობა!“-წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

Post navigation

Previous: სააკაშვილი ისტერიკაშია და აქციის მონაწილეების იმედზეა
Next: რიატო დარაზეს პარლამენტი, გაუგებარია, ვხედავთ, აქცია მშვიდობიანია – ანიუნა ახალაია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.