Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო`ბრაიენთან შეხვედრისას სახელისუფლებო გუნდს ერთადერთი გზავნილი აქვს: გვინდა ევროპაში მშვიდობიანად, სუვერენიტეტითა და ღირსებით შესვლა

მარშალ პრესი 12/05/2024
guram macharashvili1

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო`ბრაიენის ვიზიტის შესახებ ისაუბრა, რომელიც სახელისუფლებო გუნდთან შეხვედრას 14 მაისს, სამშაბათს გამართავს.

მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდს ერთადერთი გზავნილი აქვს: საქართველო ევროპაში მშვიდობიანად, სუვერენიტეტითა და ღირსებით შევიდეს.

„ვერ გეტყვით [სახელისუფლებო გუნდთან შეხვედრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ო`ბრაიენს] რა გზავნილები ექნება. ჩვენ ერთადერთი გზავნილი გვაქვს: გვინდა ევროპაში მშვიდობიანად, სუვერენიტეტით, ღირსებით შესვლა. რაც მთავრია, საქართველოში მშვიდობიანად ცხოვრება, ეკონომიკური წინსვლით და დიდ სახელმწიფოებთან სტრატეგიული ურთიერთობებით. ამ ფორმატში ყველას ვეთანამშრომლებით. დანარჩენი, შიშებში და მოლოდინებში ცხოვრება საქართველოში უკვე დასრულებულია.“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: თსუ-ს საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებისგან განსაკუთრებული ბულინგი, აგრესია და ფსიქოლოგიური ზეწოლა მიდის მათზე, ვინც ღიად არ აფიქსირებს თავის პოზიციას, ასეთი სტუდენტები კი აბსოლუტური უმრავლესობაა
Next: სწავლის პროცესის საბოტაჟი არის უკანონო და მსგავს საქციელზე შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს ყველა სკოლამ და უნივერსიტეტმა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.