Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ანჯეი დუდა რადაში სიტყვით გამოვიდა – დროა, დაიდოს ახალი ხელშეკრულება უკრაინასთან კეთილმეზობლობის შესახებ

მარშალ პრესი 22/05/2022
ანჯეი დუდა

ვარშავისა და კიევის მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით, რაც განსაკუთრებით გამოიკვეთა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის პირობებში, უკრაინასა და პოლონეთს შორის კეთილმეზობლობის შესახებ ახალი შეთანხმების ხელმოწერის დრო დადგა, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ანჯეი დუდას უმაღლეს რადაში დეპუტატები ოვაციებით შეხვდნენ.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დროა, დაიდოს კეთილმეზობლობის შესახებ ახალი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს იმას, რაც ჩვენ ავაშენეთ ჩვენს ურთიერთობებში, სულ მცირე, ბოლო თვეებში“, – განაცხადა დუდამ სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, რუსეთის აგრესიამ აჩვენა, რომ უკრაინასა და პოლონეთს შორის საგზაო, სარკინიგზო და ინფრასტრუქტურული კომუნიკაციების ქსელი არასაკმარისია. აქვე მან დაამატა, რომ აუცილებელია აღნიშნულის ანაზღაურება და პოლონეთ-უკრაინის საზღვარი უნდა გაერთიანდეს და არა გაიყოს.

დუდას განცხადებით, სწრაფი სარკინიგზო კავშირი კიევსა და ვარშავას შორის უნდა იყოს პოლონეთ-უკრაინის კარგი ურთიერთობების ნიშანი.

„ჩვენ ამას ერთად ავაშენებთ. მკაფიოდ მინდა ვთქვა, მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება, გადაწყვიტოს თავისი მომავალი. მხოლოდ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს თავად. მსოფლიომ, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მოსთხოვოს რუსეთს, შეწყვიტოს აგრესია და მთლიანად დატოვოს უკრაინა, შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის ხელყოფა. უკრაინის ზურგს უკან მოლაპარაკება და გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება. არაფერი შენზე შენს გარეშე. ეს არის რკინის პრინციპი“, – აღნიშნა პოლონელმა ლიდერმა.

საკანონმდებლო ორგანოში ასევე იმყოფებიან უკრაინის პრეზიდენტი და ხელისუფლების წარმომადგენლები.

უკრაინული მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პოლონეთს გაწეული მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში შემოღებული იქნება კანონპროექტი „უკრაინაში პოლონეთის მოქალაქეების სპეციალური სამართლებრივი სტატუსის შესახებ“.

დღესვე, ანჯეი დუდასა და ვოლოდიმირ ზელენსკის პირისპირ შეხვედრა გაიმართება. ასევე, გაიმართება მოლაპარაკებები ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის. ანჯეი დუდა უკრაინას ბოლოს აპრილის შუა რიცხვებში ეწვია, როდესაც ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ბუჩა, ირპინი და ბოროდიანკა მოინახულა.

Post navigation

Previous: ადვოკატის ინფორმაციით, მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მომხდარ ფაქტს ვერ იხსენებს
Next: დავით ქართველიშვილი ხაზარაძეზე: წალენჯიხას ოფიციალური ვიზიტით ეწვია და “ქართუს” მიერ, გარემონტებული მუზეუმი მოინახულა “ვადაგასულმა” თაღლითმა ხაზარაძემ! სხვისი გაკეთებული მოეწონა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.