Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პასუხი გავეცი მათ მიერ გაყალბებულ რეალობას

მარშალ პრესი 12/05/2024
mamuka mdinaradze

გუშინ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია დემონსტრანტების ჩვენ მიერ დასახელებულმა რაოდენობამ. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე ერთი ადამიანის მნიშვნელობაზეც გავაკეთე აქცენტი, უბრალოდ ვამხილე და პასუხი გავეცი მათ მიერ გაყალბებულ რეალობას ხალხის რაოდენობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ვინაიდან ხელისუფლებას და ოპოზიციას, დემონსტრანტების რიცხვთან დაკავშირებით დიდი აცდენა აქვს, აქვეყნებს ოპონენტების მიერ ყველაზე მეტად მოწონებულ ფოტოს, დრონის ვიდეოს და “ტას.ჯი”-ს შესაბამისი ადგილმდებარეობის მაქსიმალურ კვადრატულობას, შესაბამისად, ყველას შეუძლია, თავადვე იანგარიშოს ხალხის რაოდენობა.

“გუშინ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია დემონსტრანტების ჩვენ მიერ დასახელებულმა რაოდენობამ. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე ერთი ადამიანის მნიშვნელობაზეც გავაკეთე აქცენტი, უბრალოდ ვამხილე და პასუხი გავეცი მათ მიერ გაყალბებულ რეალობას ხალხის რაოდენობასთან დაკავშირებით.
რადგან დიდი აცდენები გვაქვს, მოდი ასე მოვიქცეთ.

ვაქვეყნებ დრონის ვიდეოს და მათივე მიერ გამოქვეყნებულ, ყველაზე მეტად მოწონებულ ფოტოს და “ტას.ჯი”-ს შესაბამისი ადგილმდებარეობის მაქსიმალურ(!) კვადრატულობას.

მოკლედ, ექსპერიმენტის ყველა მონაცემი მათკენაა გადახრილი. ერთ კვადრატულ მეტრზე საშუალო სიმჭიდროვის დასადგენად ვიდეოს და ფოტოს ოდნავ დაზუმებაც კი საკმარისია.

ვინც სტატუსს ნახავს, თავადვე შეუძლია იანგარიშოს ხალხის რაოდენობა.

დიდი ინტერესით დაველოდები ოციათასზე მეტი ადამიანის შესახებ თეორიას. ხომ შეიძლება მე ვცდებოდე და სიმჭიდროვე 3-4 ადამიანი იყოს ერთ კვადრატულ მეტრზე ან “ტას.ჯი” ცდებოდეს და 9 კი არა, 25-30 ათასი კვადრატული მეტრი იყოს ეგ ტერიტორია!

p. s. ძალიან ვთხოვ ყველას, არ დაიწყონ, რა დროს ხალხის რაოდენობაა, თავებს ითვლიან და ა. შ. გამჭვირვალობის კანონის რუსულობის ან რაიმე ცუდის შესახებ არგუმენტს თქვენ არ ამბობთ და რაღაცაზე საგნობრივად ხომ შეიძლება ვიკამათოთ? თან მე არ დამიწყია,” – წერს მამუკა მდინარაძე.

Continue Reading

Previous: ევროვიზია 2024 კაბიან და “რეიტუზიან” ბიჭს მოაგებინეს
Next: დღეს პარლამენტთან ღამისთევაა, ნანუკა ჟორჟოლიანი კი ცხელ ხაჭაპურებს, ლობიანებს, ცხელ შოკოლადს და პლედებს დაგახვედრებთ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025