Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრეზიდენტთან ერთად მოამზადონ მოტივირებული შენიშვნები, ოდნავ რაციონალური, საღ აზრთან მიახლოებული თუ იქნება, ვიმსჯელოთ და შეიძლება გავითვალისწინოთ კიდეც

მარშალ პრესი 12/05/2024
mamuka mdinaradze

დაბრძანდნენ პატივცემულები და პრეზიდენტთან ერთად მოამზადონ მოტივირებული შენიშვნები. მაინტერესებს რას ჩაწერენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ყველა იმ წინადადებას გაითვალისწინებს კანონში, რომელსაც მისი მოწინააღმდეგეები არგმენტირებულად წარმოადგენენ.

„დაბრძანდნენ პატივცემულები და პრეზიდენტთან ერთად მოამზადონ მოტივირებული შენიშვნები. მაინტერესებს რას ჩაწერენ. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აინტერესებს, რას ჩაწერენ მოტივირებულ შენიშვნებში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს. ოდნავ რაციონალური, ოდნავ საღ აზრთან მიახლოებული თუ იქნება, ვიმსჯელოთ ამაზე და შეიძლება გავითვალისწინოთ კიდეც. რა არ ვარგა კანონში, ერთი წინადადება მაინც გვითხრან და იმ ერთ წინადადებაზეც კი ვიმსჯელებთ. ამაზე კარგი წინადადება რა შეიძლება იყოს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: დარწმუნებული ვარ, დღეს დაკავებული პორნორეჟისორი-წყვილის მხარდასაჭერად პირველები ისინი გამოვლენ, ვინც მათი პორნოინდუსტრიის არა მსხვერპლნი, არამედ “გმირები” აღმოჩნდნენ
Next: ევროვიზია 2024 კაბიან და “რეიტუზიან” ბიჭს მოაგებინეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.