IMG.GE IMG.GE

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მატარებელმა ჩაიარა“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„პოლიტიკური შეთანხმება შედგა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. ყველამ დადო პირობა რომ დაიცავდა შეთანხმებას, ქართული ოცნების გუნდმა ის შეასრულა პირნათლად. ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ, ამ ორმა მარგინალურმა ჯგუფმა დაარღვია შეთანხმება და გავიდა შეთანხმებიდან, ახლა რაც არ უნდა ისაუბრონ რომ თითქოს ეს ვერ ჩაითვლება პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ დოკუმენტად, ეს არის წყლის ნაყვა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება