Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

რომელი სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდნენ და რა ძალა აიძულებდათ ასეთ მარაზმზე წასულიყო ცოლ-ქმარი – ლევან მაჭავარიანი უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეზე

მარშალ პრესი 11/05/2024
levan machavariani

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი, ბლოგერ უჩა აბაშიძის და მისი მეუღლის დაკავებას და შსს-ში გამართულ ბრიფინგს ეხმიანება, რომლის თანახმად, აბაშიძემ და მისმა მეუღლემ, მარიამ იაშვილმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს.

მაჭავარიანის თქმით, საინტერესოა, რომელი სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა ცოლ-ქმარი, ვინ არიან ის პირები, ვინც მათი შანტაჟით ჩაერთო საპროტესტო მოვლენებში და რატომ მოჰყვა აბაშიძის დაკავებას დიდი პროტესტი აქციების ორგანიზატორთა მხრიდან.

“1. რომელი სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდნენ და რა ძალა აიძულებდათ ასეთ მარაზმზე წასულიყო ცოლ-ქმარი?!

2. ვინ არიან ადამიანები, ვინც მათი კომპრომატების შანტაჟით ჩაერთო საპროტესტო მოვლენებში?!

3. რატომ მოხდა, რომ უჩა აბაშიძის დაკავებას მოყვა ყველაზე დიდი პროტესტი აქციების ორგანიზატორთა მხრიდან და რამდენიმე წუთში გადაკეტეს ჭავჭავაძის გამზირი. გამოდის, რომ ორგანიზატორები საქმის კურსში იყვნენ მის მიერ ამაზრზენი კომპრომატების მოგროვების შესახებ?!” – წერს ლევან მაჭავარიანი.

Post navigation

Previous: შსს-მ ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლეც დააკავა
Next: მე არ ვარ წინააღმდეგი „ენჯეოების“ და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების, პირიქით მე მინდა, რომ იყოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ ეს ორგანიზაციები უნდა ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.