Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-15 საერთაშორისო გამოფენაში – EBIT 2024 მონაწილეობს

მარშალ პრესი 10/05/2024
440575776_824559256393328_223864727780272829_n

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-15 საერთაშორისო გამოფენაში – EBIT 2024 მონაწილეობს, მასში 80-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიაა ჩართული.

გამოფენაზე მუნიციპალიტეტისათვის დამახასიათებელი იარაღი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნივთები, ფოლკლორული ანსამბლების მიერ შესრულებული სიმღერები და ფოტო გამოფენა წარადგინეს, რაც ტურისტებს გარკვეულ შთაბეჭდილებას შეუქმნის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული პოტენციალის შესახებ.

ღონისძიების მიზანი, ტურისტული კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება და ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცვლაა, საგამოფენო კომპანია “Expo Batum”-ის ორგანიზებული გამოფენა დღეს გაიხსნა და 12 მაისს დაიხურება.

ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა მიიღო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, აჭარის მთავრობის, საკანონმდებლო უწყების, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ბათუმის მერიისა და საკრებულოს წევრებმა, ტრაპიზონისა და ართვინის გუბერნატორებმა, ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა.

Post navigation

Previous: კანონპროექტი კარგი სატყუარა აღმოჩნდა ახალგაზრდების ქუჩაში გამოსაყვანად
Next: ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.