IMG.GE IMG.GE

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში იმყოფება ერთი პაციენტი, რომელიც ყირიმ-კონგოს ცხელებით მკურნალობდა.

თუმცა, ეზუგბაიას თქმით, ის უკვე გამოჯანმრთელდა და მალე კლინიკას დატოვებს.

ეზუგბაიას ინფორმაციით, წელს ქვეყანაში ყირიმ-კონგოს სულ 10 შემთხვევაა დადასტურებული.

„ამ ეტაპზე გვყავს მხოლოდ ერთი პაციენტი, რომელიც უკვე გამოჯანმრთელებულია და ალბათ მალე კლინიკას დატოვებს. საეჭვო ყირიმ-კონგოზე შემოსული იყო რამდენიმე პაციენტი, რომლებთანაც გამოირიცხა ყირიმ-კონგოს დიაგნოზი და ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინიც დატოვებენ კლინიკას. ქვეყანაში ყირიმ-კონგოს მხოლოდ 10 დადასტურებული შემთხვევაა დღევანდელ დღემდე“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება