ხშირად მოგვიწოდებენ ომისკენ ხომ ხედავთ?! როგორი ადამიანები მოგვიწოდებენ, საქართველოში რამე სიკეთე აქვთ გაკეთებული? თავად უკრაინაში ცხოვრობენ, ხელისუფლების სხვადასხვა შტოებიდან არიან და უკრაინისთვის სასიკეთო რა უნდა გააკეთონ?! რასაც ჩვენ მოგვიწოდებენ სრული უგუნურობაა, ისინი არიან უგუნურები, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა ბოდბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ქადაგებისას განაცხადა. მან უკრაინის ომზე და მის გარშემო განვითარებულ პროცესებზე ვრცლად ისაუბრა.
„მე ჩემი ხელისუფლება იმისთვის მყავს, რომ არც მოსკოვს მოუსმინოს, არც ბრიუსელს და არც არც ვაშინგტონს; თავის ხალხს უნდა მოუსმინოს. აბა, ამერიკასთან მიდი და გაუბედე. ვინ არიან ეს უგუნური ადამიანები, რამდენი ხანია რაც ომი დაიწყო, ჩვენ დახმარებაზე მეტს რას ვაკეთებთ? რა უნდათ ახლა, იმათ ჭკუაზე ვიაროთ?! ჩვენ იმათ ჭკუაზე არასდროს არ ვივლით. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც იმისთვის უნდა იყოს, რომ საკუთარ ხალხზე იფიქროს, ერთმანეთს ფეხი კი არ უნდა დავუდოთ.
ხშირად ვლაპარაკობ შერიგებაზე, როცა შერიგებულები არ ვართ, რა სამარცხვინო ამბები ხდება ქვეყანაში. დარბიან მსოფლიოში, გვიშველეთ – ასე ხდება, ისე ხდება. მე ყველაზე ძალიან გული რაზე მტკივა იცით?! ჩვენ რატომ თანავუგრძნობთ უკრაინელებს? – იმიტომ რომ ჩაგრავენ, თვითონ როგორც უნდათ იცხოვრონ, არ აცხოვრებენ.
რომელია ავტორიტეტი, ვინც რამეს გვეუბნება, რა უნდათ დაიქირავონ ჩვენი მთავრობა, ჩვენმა მთავრობამ იჯარით მისცეს ეს მიწა და პოლიგონად გავხადოთ საქართველო, დავიშალოთ?! კიდევ მილიონი კაცი რომ გაიქცეს საქართველოდან ვის ვუტოვებთ საქართველოს?! რად მინდა მერე მათი მილიარდები აშენებისთვის, თუ დამინგრიეს და გამიპარტახეს.
საქართველოს ყოველთვის ჰყავდა მტერი შემოსეული. უკრაინაში რაც ხდება, მთელი ჩვენი ისტორია სულ მასე ხდებოდა. საბჭოთა კავშირი რომ იშლებოდა 9 აპრილიდან დაწყებული, მერე 90-იანი წლები რა გადავიტანეთ. ჯერ ძმათამკვლელი ომი შემოიტანეს, შემდეგ აფხაზეთში რუსებთან ომი, მერე 2008 წელი აღარ გვაკმარეს და კიდევ დაგვიმატეს. ჩვენთვის ვინ იბრძვის, ჩვენ ყოველთვის ჩვენთვის ვიბრძვით, ჩვენ ვიბრძოდით ხოლმე ჩვენი თავისუფლებისთვის. ახლა ჩამოვედი უცხოეთიდან, იქ დროშებზე ეწერა – დავეხმაროთ. ჩვენთან ჩვენი დროშის პატივისცემა რომ არ აქვთ, ყველას უკრაინის დროშა აქვთ გამოტანილი, ისე ვუჭერთ მხარს. რა უნდათ ჩვენგან, იმათ ჭკუაზე ვიაროთ?! თავიანთ თავს მიხედონ.
როდესაც აღა-მაჰმად-ხანი და ვიღაცები შემოდიოდნენ, კარებს რომ უღებდნენ ხოლმე ჩვენი ქვეყნის მტრები, ისინი იმათი შთამომავლები არიან, არ არიან ქართველები და ნუ ლაპარაკობენ ქართველობაზე. მკაცრი ვარ, მაგრამ აღარ შეიძლება, მსოფლიოში ასე რომ ლაპარაკობენ, გამოგვიყვანეს რომ ჩვენ დავაძალეთ რუსეთს რომ ომობს თურმე. გაზზე გამდიდრდა რუსეთი, ორჯერ მეტი შემოსავალი აქვს ვიდრე შარშან. გაზი უკრაინაზე გადის საქართველოზე კი არა. ჩვენთან რომ გადიოდეს, ხომ წარმოგიდგენიათ რას გვიზამდნენ?! ჭკვიანად იყვნენ, ადრე თუ გვიან შევხვდებით და პასუხსაც მოვთხოვთ“, – განაცხადა იაკობმა.
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ღიად დაუპირისპირდა საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, რაც იძლევა პირდაპირ პოლიტიკური...