Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საელჩოს მოვუწოდებ, რომ დაფიქრდეს თავის განცხადებაზე – შალვა პაპუაშვილი დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე

მარშალ პრესი 10/05/2024
shalva papuashvili

ვნახე ერთ-ერთი საელჩოს განცხადება, სადაც ამოვიკითხე „უკანონო დაკავებები“. ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა. ამ საელჩოს მოვუწოდებ, რომ დაფიქრდეს თავის განცხადებაზე, გადაამოწმოს და ჩაასწოროს, რას ეძახიან უკანონო დაკავებას, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს განცხადებას.

„გავიგეთ, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით აქვთ შენიშვნები და მოწოდებები, მაგრამ არ მგონია რომელიმე საელჩომ საქართველოში უნდა შეითავსოს სასამართლოს ფუნქცია და საქართველოს პოლიციას მიუთითოს, რა არის კანონიერი და რა არის უკანონო. ასეთი შეცდომები ამ საელჩოებს არაერთხელ დაუშვიათ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება.

Post navigation

Previous: ასე იღიზიანებენ დღეს თავს რუსეთზე ნიკოლოზ ე.წ. რაჭველი, ნინო ქათამაძე და სხვა ცნობილი ნაციონალები, რომლებიც 2019 წლამდე რუსეთში კონცერტს კონცერტზე მართავდნენ
Next: რაც უნდა დეტალური განმარტებები ვაკეთოთ კანონპროექტთან დაკავშირებით, სინამდვილეში ის არავის აინტერესებს და მხოლოდ საბაბია სიტყვა “რუსულის” გამოსაყენებლად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.