ერთ დღეში, თურქეთში კოვიდვაქცინით 450 ათასამდე ადამიანი აიცრა

341
წაკითხვა/ნახვა
mpn

12 ივნისს თურქეთში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, 449 684 ადამიანი აიცრა. ეს იმ ადამიანთა 99.485%-ია, რომელთაც ამ დღეს ვაქცინაცია ჰქონდათ ჩანიშნული, – ამის შესახებ Anadolu ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს.

„ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით ნორმალურ ცხოვრებას“, – აცხადებს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი.

იანვრის შემდეგ, თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 33.32 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.

კოვიდვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, თურქეთში, 22:00-დან 05:00 საათამდე მოქმედებს კომენდანტის საათი.

კომენტარები
mpn
მოწონება