Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი საღი აზროვნებისგან დაცლილის შთაბეჭდილებას ტოვებს

მარშალ პრესი 10/05/2024
levan nikoleishvili

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ ახალგაზრდებისადმი მიმართულ ღია წერილზე სალომე ზურაბიშვილის შეფასებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი საღი აზროვნებისგან დაცლილის შთაბეჭდილებას ტოვებს.

„დე ფაქტო პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი, ქართულად რომ ვერ მეტყველებს ეს დიდი ხანია ცნობილია, კითხვაც თუ არ იცოდა ქართულად, არც ეს აღმოჩნდა დიდი მოულოდნელობა. ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ მავნებელმა თურმე ასე გაიგო პრემიერ მინისტრის ვრცელი წერილი. „ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა – ვნების კვირაში ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა, ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალური პირებისგანო.“-ამბობს ზურაბიშვილი, რომელიც სწორედ ბერბიჭაშვილების ერთ-ერთი წამხალისებელი და სულიერი მემკვიდრე გახლავთ.

ამ ქალბატონმა, რომელმაც ქართველ სამხედროებს დააბრალა 2008 წლის ომის დაწყება, ამნისტიით გამოუშვა პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობისთვის გასამართლებული დამნაშავე, გააფთრებული ეწინააღმდეგებოდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, არა მარტო მორალისგან არამედ საღი აზროვნებისგან დაცლილის შთაბეჭდილებას ტოვებს. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის ღია წერილს, მან სწორედ შეცდომაში შეყვანილ ახალგაზრდების მიმართა, თორემ რადიკალ ნაცებს, მათ მიმდევარ გრანტიჭამია არასამთავრობოებს და „ნიკოლოზ ე.წ. რაჭველს, ნინო ქათამაძეს და სხვა ცნობილი „ნაციონალებს“, რომლებიც 2019 წლამდე რუსეთში კონცერტს კონცერტზე მართავდნენ, არაფერი რომ აღარ ეშველებათ ეს ისედაც ცხადია. ვიმეორებ, სალომე ზურაბიშვილი, რომ ქართული წერა-კითხვის უცოდინარია ეს გასაგებია, მაგრამ ახალგაზრდების რაღაც გარკვეული ნაწილი, რომელსაც ქართული კანონი არც წაკითხული აქვს, და ვიღაცების ტანით შეგრძნებაზე, ნაც პოლიტიკოსების დაძახილზე, რომ თანამედროვე ბერბიჭაშვილების ნავში სხდებიან ეს არის სავალალოც და საგანგაშოც!“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ლომჯარიამ ჩემი შვილის ლიკვიდაციის მუქარა მოჭრა და ჩემი პოსტი ისე გამოაქვეყნა ტვიტერზე! – აქაც ჩანს თქვენი მავნებლობა, ბომბების ცვენა და საქართველოს მტრობა!
Next: ნუ დაუდგებით ფარად იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ერთხელ უკვე სისხლში ჩაახშო თქვენნაირი ახალგაზრდების სიცოცხლე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.