Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

სასკოლო ტურნირი „დიდუბე 2024“, რომელიც 6 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დასრულდა

მარშალ პრესი 29/04/2024
438095306_840978158071645_9159765170302700156_n

სასკოლო ტურნირი „დიდუბე 2024“, რომელიც 6 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დასრულდა. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს დიდუბის რაიონში მდებარე 15 სკოლის მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა გოგონებისა და ბიჭების გუნდებმა. ფრენბურთის ტურნირის გამარჯვებული გოგონებში 22-ე სკოლა გახდა, ხოლო ბიჭებში გამარჯვების მოპოვება 155-ე სკოლამ შეძლო. შეჯიბრის მიმდინარეობისას, ასევე, გამოვლინდნენ საუკეთესო მოთამაშეები და ბომბარდირები.

საუკეთესო მოთამაშეები თეკლა თოიძე და ნიკო რიგიშვილი გახდნენ, ხოლო საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი ქეთო ლურსმანაშვილმა და ლუკა ქობალიამ მოიპოვეს. გამარჯვებულებს დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა დავით არეშიძემ საჩუქრად თასები, მედლები, სიგელები და სპორტული მაღაზიის ვაუჩერები გადასცეს.

Continue Reading

Previous: დრო არის ერთად დგომის – შალვა პაპუაშვილის მიმართვა
Next: 29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! – ვირჩევთ ილია ჭავჭავაძის გზას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025