Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კოლექტიურ ნაცმოძრაობას არჩევნებში კარგი შედეგის მოლოდინი არ აქვს და ამიტომ სურთ არჩევნებამდე ძალადობრივი მეთოდით შეცვალონ ხელისუფლება

მარშალ პრესი 10/05/2024
dimitri khundadze

“არჩევნები მოდის და მათ [კოლექტიურ ნაცმოძრაობას] არჩევნებში კარგი შედეგის მოლოდინი არ აქვთ – მოლოდინი იმისა, რომ გაიმარჯვებენ და რაიმე შედეგზე გავლენ”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, ე.წ. გლობალური ომის პარტია და ოპოზიცია შეთანხმდა იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რაიმე გზით შეცვალონ.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, საპროტესტო აქციებზე ახალგაზრდებისა და ბავშვების ქუჩაში გამოყვანით ცდილობენ, მათი ნებისმიერი უკანონო ქმედება დაუსჯელი დარჩეს.

“ეს სცენარი ნანახი გვაქვს უკრაინაში და აბსოლუტურად, იგივე სცენარით მიდის საქართველოში.

არჩევნები მოდის და მათ არჩევნებში კარგი შედეგის მოლოდინი არ აქვთ. იციან, რომ ვერ გაიმარჯვებენ და რაიმე შედეგზე ვერ გავლენ. ამიტომ, არჩევნებამდე ძალადობრივი მეთოდით სურთ შეცვალონ ხელისუფლება. ეს თანხვედრაშია “გლობალური ომის პარტიის” დასავლელ წარმომადგენლებთან, რადგან არც მათ აწყობთ ეს ხელისუფლება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მათ დაკვეთებს არ ასრულებს – სანქციებს არ აწესებს და მეომრებს არ აგზავნის უკრაინაში; მათ მიერ მიღებულ საჭიროებებს არ ექვემდებარება.

ამიტომ, ისინი ერთმანეთში შეთანხმდნენ, რომ “ხელისუფლება მიუღებელია.” არ არის შესაძლებლობა, რომ ხელისუფლება არჩევნებით შეცვალონ. შესაბამისად, ეს მანამდე უნდა მოხდეს. გამოყავთ ახალგაზრდების ნაწილი, ასევე ბავშვები და ამით ქმნიან ბარიერს – მათ შეუძლიათ ნებისმიერი დანაშაული ჩაიდინონ და პოლიცია, რა თქმა უნდა, ძალას ვერ გამოიყენებს, რასგან ანგარიშს გაუწევენ ახალგაზრდებს და ბავშვებს. აქ მშობლების როლიც მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, მათაც მეტი გონიერება უნდა გამოიჩინონ – წინა ხაზზე ბავშვები არ გაუშვან”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: რაც ვერ შეძლეს ორი წლის წინ, სურთ ახლა – ოპოზიცია მეორე ფრონტის გახსნისთვის იბრძვის და ეს აწყობს დღეს როგორც დასავლეთს, ასევე რუსეთს
Next: როგორც ამბობენ, ჩამოჰყავთ უკრაინიდან შეიარაღებული ბოევიკები (ღმერთმა არ ჰქნას!)  სირცხვილი ყველა ვაი-ქართველს,ვინც, წააქეზა და ტაში დაუკრა ნინო ლომჯარიას,ნატა ფერაძის,შარვალჩახდილი გირჩი ჯაფარიძის და სხვა უმსგავსო არსებებისგან მოტყუებულ ჩვენს ბავშვებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.