მაცხოვრის აღდგომის სადღესასწაულო ლიტურგია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყველა ტაძარში აღევლინა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე ოჯახთან ერთად, ახალშენის ფერისცვალების ეკლესიაში, სადღესასწაულო წირვას დაესწრო.
“ქრისტე აღდგა! გილოცავთ მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული სიკეთის გამარჯვებას ბოროტებაზე, სიცოცხლის ზეიმს სიკვდილზე და უკეთესი მომავლის რწმენას უკავშირდება. “– განაცხადა ზაზა დიასამიძემ.
