Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მინაშვილის, უტიაშვილის (რომელიც 26 მაისის შემოქმედია) გვერდით დგახარ აქციაზე და რომ მეუბნები “ნაცთან” რატომ მაიგივებო – აბა ვისთან გაგაიგივო, როდესაც მათ დაკვეთებს ასრულებ?!

მარშალ პრესი 09/05/2024
mikheil kavelashvili

“თუკი დღეს, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე გააანალიზებს რა ხდება, პირიქით უნდა მოხდეს – ამ პროცესში, საქართველოს ხელისუფლებას უნდა დაუდგენ გვერდით, ვინაიდან პირველად, 30 წლის განმავლობაში, შევძელით, რომ რაღაც საკითხში ჩვენი სუვერენიტეტი დაგვეცვა”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან განაცხადა.

დეპუტატმა ქვეყანაში არსებული პროცესების შესახებ კომენტირებისას აღნიშნა, რომ დღეს მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები არიან. ყაველაშვილის თქმით, უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სურვილი იყო, რომ საქართველო ამ ომში ჩართულიყო.

“ეს ადამიანები როგორ შეიძლება შეიცვალონ?! – ესენი არიან ამ ყველა აქციის ორგანიზატორები. ნეიტრალური მხარე გამოდის და ამბობს “მე რა შუაში ვარ “ნაცთან,” მე “ნაცები” საერთოდ არ მაინტერესებს” – როგორ არ გაინტერესებს?!

ესენი გეგმავენ ყველაფერს. მიტრიალდი მაშინ და გაუხსენე მათი ქმედებები აკო მინაშვილის, უტიაშვილიც იქ გიდგას, რომელიც 26 მაისის შემოქმედია – იქ არ არის გიგი უგულავაც?! ვის ემიჯნები, გამაგებინე?! რომ მეუბნები “ნაცთან” რატომ მაიგივებ – აბა ვისთან გაგაიგივო, როდესაც იმის დაკვეთებს ასრულებ?! თუკი დღეს, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე გააანალიზებს რა ხდება, პირიქით უნდა მოხდეს – ამ პროცესში, საქართველოს ხელისუფლებას უნდა დაუდგენ გვერდით, ვინაიდან პირველად, 30 წლის განმავლობაში, შევძელით რომ რაღაც საკითხში ჩვენი სუვერენიტეტი დაგვეცვა. ეს ის ხალხია, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, აქციებზე რომ იყო და მოგვიწოდებდა, რუსეთის დასანქიცირებაში ჩავრთულიყავით და უკრაინაში მოხალისეები გაგვეგზავნა. ერთი წამით გაიაზრონ იმ ადამიანებმა და საქართველოს მოქალაქეებმა, ეს რომ დაგვეშვა, დღეს ხომ ჩვენ ომში ვიქნებოდით?!” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Continue Reading

Previous: დიდი გონივრული ეჭვია წუხანდელრომ ამ ცემა-ტყეპას თავად ნაციონალები და მათთან მიტმასნული ის კრიმინალები სჩადიოდნენ
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025