Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირს არ გააჩნია საკუთარი საგარეო პოლიტიკა და ელოდება, რას გააკეთებს ან რას უბრძანებს შეერთებული შტატები

მარშალ პრესი 09/05/2024
david kartvelishvili

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მიერ AZERTAC-თან და AzTV-სთან მიცემული ინტერვიუს ნაწილის თარგმანს ავრცელებს.

„სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ მწვავედ გააკრიტიკა ევროკავშირი AZERTAC-თან და AzTV-სთან ინტერვიუში. სლოვაკეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი „შეყვარებულია საკუთარ თავზე“.

„ევროკავშირმა დაარწმუნა საკუთარი თავი, რომ ის არის საუკეთესო ადგილი მსოფლიოში და აქვს უფლება ასწავლოს სხვებს. თუმცა, სხვა ქვეყნები შეიძლება იყვნენ ჩვენზე უკეთესი. ხანდახან მეჩვენება, რომ ევროპული შესაძლებლობები ევროკავშირში თანდათან იწურება. ჩვენ გვიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ გავიგოთ, რა არის ევროკავშირში ნორმალური და რა – არანორმალური“, – განაცხადა რ. ფიცომ.

სტრასბურგში, ევროპარლამენტის მოახლოებულ არჩევნებზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანია არ არის აგებული იმაზე, თუ ვინ შექმნის უკეთეს სოციალურ და ეკონომიკურ პირობებს.

„ბოდიშს გიხდით, ამ კამპანიაში განიხილება რამდენი ტუალეტია საჭირო გარკვეულ ადგილებში – ორი თუ სამი, როდესაც საუბარი ტრანსგენდერებს ეხება. დღეს ევროპაში ეს თემები მოდაშია. თუმცა საზოგადოებისთვის ამას არანაირი პროგრესი არ მოაქვს. ევროკავშირი ძალიან ამბიციური ხდება და ეს ჩვენთვის ცუდია”.

სლოვაკეთის ლიდერმა დასძინა, რომ ევროკავშირს არ გააჩნია საკუთარი საგარეო პოლიტიკა და „ჩვენი მუდმივი სწორება ატლანტიკის ოკეანის მეორე მხარეზეა. ვიყურებით იქ და ველოდებით რას გააკეთებს ან რას გვიბრძანებს შეერთებული შტატები“. – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: კანონი ყველასთვის ერთი დავალებაა, ის უნდა იყოს დაცული – ახალგაზრდებო, თქვენს ბრძოლაში ევროპული შინაარსი დაკარგულია და სხვათა მიერ დაგეგმილ ანტიქართულ გეგმას მიჰყვებით
Next: გურიაში ფაშიზმზე გამარჯვების 79 -ე წლისთავი აღინიშნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.