Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ასე დაიწყო უკრაინაშიც და რით გაგრძელდა, ყველა ვხედავთ – მიხეილ ბუჯიაშვილი

მარშალ პრესი 08/05/2024
mixeil bujiashvili

სხვის წაკითხულს კმაყოფილდებიან და თავად წაუკითხავად აპროტესტებენ ქართულ კანონს. არც ქართველთა გეგმით მოქმედებენ და აკერმანის სცენარს ბრმად მიჰყვებიან. სანახაობრივი პერფორმანსებით, მთავარ პოლიტიკურ მოედანზე მათ ხან ბურთს ათამაშებენ, ხან საქორწინო სცენებს ადგმევინებენ და წითელ კვერცხს აგორებინებენ.”– წერს სოციალურ ქსელში მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ბუჯიაშვილი, რომელიც თბილისში მიმდინარე საოროტესტო აქციებს ეხმიანება.

“ასე დაიწყო უკრაინაშიც და რით გაგრძელდა, ყველა ვხედავთ. ახალგაზრდებს და ბავშვებს საქართველოს დასამორჩილებლად გარედან, „შავი ფულით” მართავენ ისე, რომ ბევრი მათგანი ამას ვერც კი ხვდება. ილიასეული მამული, ენა, სარწმუნოება შეაცვლევინეს და გაურკვეველ ერთობაზე აალაპარაკეს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად, დაყოფას უწყობს ხელს. მშვიდობა ახალგაზრდებს, მაგრამ მათ ორგანიზატორებს ცხელი ბომბები ურჩევნიათ, სამწუხაროდ, უკრაინას რომ მრავლად აქვს.

მსოფლიოში არც ერთი ქვეყნისთვის ცხელ თავებს სიკეთე არ მოუტანია და ჩვენ რატომ ჩავატაროთ ასეთი სახიფათო ექსპერიმენტი?! იმიტომ, რომ სადღაც, შორს, ასე გადაწყდა? არა! ასე არ გამოვა. ახლა გონიერება სჯობს მართულ ემოციებს და დავფიქრდეთ!“ – წერს მიხეილ ბუჯიაშვილი.

Post navigation

Previous: სატახტო ქალაქიდან განსაკუთრებით მძიმედ ჩანს ლგბტ ჯგუფების ლიდერობა თბილისის ქუჩებში და წაქეზებული ახალგაზრდების გარედან დაკვეთილი, წაუკითხავი პროტესტი
Next: ვრცელდება ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას და აკო მინაშვილის ფარული ჩანაწერები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.