Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მოტყუებით გამოყვანილი ახალგაზრდები ოპოზიციისთვის ფარია, რომ ხელისუფლებამ ვერ გაბედოს მათ მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთა. ხელისუფლებას კი, უპირველესად სახელმწიფოს უსაფრთხოება აბარია

მარშალ პრესი 08/05/2024
tamar chiburdanidze

„თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებით ვღელავთ იმ მოტყუებულ ახალგაზრდებზე, რომლებიც ნაცმოძრაობამ დეზინფორმაციის საშუალებით გამოიყვანა გარეთ. მართალია, ამ ახალგაზრდების ძირითადი ნაწილი ოპოზიციის პარტიული აქტივია, მაგრამ არიან სხვებიც, რომლებისთვისაც ერთგვარი ტრენდი გახადეს რუსთაველზე გასვლა და წაუკითხავი კანონის გაპროტესტება,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ რადიკალები ახალგაზრდებს ფარად იყენებენ და ამას ადასტურებს გასული დღეები, რა დროსაც ნაცმოძრაობის ხელმძღვანელობით გამართულმა საპროტესტო აქციებმა ძალადობრივი სახე მიიღო. ამ აქციებზე ხდება სწორედ პარტიული ახალგაზრდობის მხრიდან ნგრევა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა.

„დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთა განცხადება, რომ ოპოზიცია გეგმავს დესტაბილიზაციას და არეულობას ქვეყანაში. ამაში ყველა დავრწმუნდით გასული დღეების განმავლობაში, როდესაც ნაცმოძრაობის ხელმძღვანელობით გამართულმა საპროტესტო აქციებმა ძალადობრივი სახე მიიღო. წინასწარ კარგად მომზადებული პარტიული ახალგაზრდობა ცდილობდა ნგრევას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას.

საქართველოში უმაღლეს დონეზეა დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ამაში მთელი მსოფლიო დარწმუნდა, მაგრამ, ამასთანავე, საქართველო არის სახელმწიფო, რომლის უსაფრთხოების დაცვაც ხელისუფლებას ევალება. პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურები ვალდებულნი არიან დაიცვან ქვეყანა დესტაბილიზაციისგან და მოსალოდნელი ძალადობრივი არეულობისგან.

თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებით ვღელავთ იმ მოტყუებულ ახალგაზრდებზე, რომლებიც ნაცმოძრაობამ დეზინფორმაციის საშუალებით გამოიყვანა გარეთ. მართალია, ამ ახალგაზრდების ძირითადი ნაწილი ოპოზიციის პარტიული აქტივია, მაგრამ არიან სხვებიც, რომლებისთვისაც ერთგვარი ტრენდი გახადეს რუსთაველზე გასვლა და წაუკითხავი კანონის გაპროტესტება.

ამ ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ ევროპული სახელმწიფოს შენება უპირველესად კანონის უზენაესობაა და თუ სურთ ამ გზით სიარული, მაშინ პატივი უნდა სცენ სახელმწიფოს და არ აჰყვნენ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ახალგაზრდებს. ოპოზიციისთვის ქუჩაში გამოყვანილი თაობა მხოლოდ ფარია, რომ ხელისუფლებამ ვერ გაბედოს მათ მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთა. არადა, ხელისუფლებას უმთავრესად სწორედ სახელმწიფოს უსაფრთხოება აბარია,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები განთავსდა
Next: “იმედი”-ს ცნობით, ნატა ფერაძემ შვილები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს განარიდა და საზღვარგარეთ გაუშვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.