Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დაგეგმილი მსხვერპლის ახლობლებს კიდევ ერთხელ ვურჩევ დაფიქრდნენ – დავით ქართველიშვილი სუს-ის განცხადებაზე

მარშალ პრესი 08/05/2024
david kartvelishvili

“ეს არის სუს-ის ოფიციალური განცხადება/გაფრთხილება, რომელსაც მოჰყვება კონკრეტული ქმედებები,” – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, სუს-ის განცხადებას, სადაც საუბარია გარკვეული ჯგუფების მცდელობაზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, განავითარონ ძალადობრივი სცენარები და დემონსტრანტებს შორის მსხვერპლი.

ქართველიშვილის განცხადებით, სახელმწიფო თავის სუვერენიტეტს არ დათმობს და ევროპისკენ ღირსეულ სვლას გააგრძელებს, დემონსტრანტებს კი მოუწოდებს, სამშობლოს წინააღმდეგ გამოცხადებულ ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღონ, რომლის შედეგი მათი გარდაუვალი მარცხია.

“ეს არის სუს-ის ოფიციალური განცხადება/გაფრთხილება, რომელსაც მოჰყვება კონკრეტული ქმედებები. ამის შემდეგ რაიმე პრეტენზიები, უკმაყოფილება თუ მუქარა ხელისუფლების მიმართ არ მიიღება. “ქოუჩების” მიერ დაგეგმილი მსხვერპლის ახლობლებს – კიდევ ერთხელ ვურჩევ დაფიქრდნენ. სახელმწიფო მაქსიმალურად არ დაუშვებს ამ დაგეგმილ მსხვერპლს. ამჯერად ზეციური მხარდაჭერა თქვენ არ გაქვთ, სახელმწიფო თავის სუვერენიტეტს არ დათმობს, ღირსეული ევროპისკენ ღირსეულ წინსვლას საქართველო მაინც გააგრძელებს – ნუ “შეტოპავთ” საუკუნოვან სირცხვილში და თქვენი სამშობლოს წინააღმდეგ გამოცხადებულ სამარცხვინო ბრძოლაში, რომლის შედეგი თქვენი გარდაუვალი მარცხია. მოკლედ, გაფრთხილებული ბრძანდებით, დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია!” – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: საშინაო დემოკრატიებში უცხოური ძალების ჩარევა გლობალურ პრობლემად იქცა და ამის ცხადი დადასტურებაა ერთმანეთის მიყოლებით სხვადასხვა ქვეყნების მიერ უცხოური ჩარევის გამჭვირვალობის შესახებ კანონების მიღება
Next: ქმედებები, რომელსაც აქციებზე ახორციელებენ – ლოცვები, ეკლესიაში მისვლა, მსახიობების ჩართულობა და სხვა გაწერილია ჯინ შარფის 198-წესში, რომელიც დესტრუქციას ემსახურება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.