აქ, ფეისბუქში ზოგი ოპოზიციონერი გამწარებული მეკამათებოდა რა მაიდანი რის მაიდანიო. არადა, გაქანებული მზადება მიდის პროცესების “მაიდანიზაციისათვის”, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, სუს-ის განცხადებას, სადაც საუბარია კონკრეტული პირების მიერ სპეცდანიშნულების რაზმზე იერიშის მიტანის გეგმებზე, რომლებიც ახალგაზრდებს ავალებენ, პარლამენტის წინ მიიტანონ ადვილად აალებადი ნივთიერებები.
” გაქანებული მზადება მიდის პროცესების “მაიდანიზაციისათვის.” ეს გახლავთ სწორედ გარედან (ვიცით საიდანაც) შემოსული ფულებით ჩატარებული ტრენინგ-სემინარების ერთ-ერთი შედეგი, სადაც მავანთ რომ ჰკითხო, თურმე უწყინარ რამეებს ასწავლიდნენ მონაწილეებს. როგორც ერთხელ ითქვა: “ჭკუით ქართველებო!”“– წერს ანჯაფარიძე.
