Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ყველაფერი გამოაშკარავდება და ყველა ბოროტმოქმედს კანონი გასცემს პასუხს – გია აბაშიძე ფარულ ჩანაწერებზე

მარშალ პრესი 08/05/2024
gia abashidze

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სააგენტო for.ge-ს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ჩანაწერს ეხმიანება, სადაც ისმის შეურაცხმყოფელი განცხადებები ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას და ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მისამართით. სააგენტოს ინფორმაციით, სავარაუდო ფიგურანტი პირები ნიკა გვარამია, აკაკი მინაშვილი და ნიკა ფარულავა არიან.

როგორც ანალიტიკოსი წერს, არაფერი დაიმალება, ყველაფერი გამოაშკარავდება და ყველა ბოროტმოქმედს კანონი გასცემს პასუხს.

„გუშინ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთ-ერთი ქართველი თანამშრომელი უაზროდ მეჩხუბებოდა ჩემი პოზიციის გამო. ცხადია, მისნაირების ე.წ. არგუმენტები და ვითომ ზეწოლა ჩემზე ვერასდროს მოქმედებს. საინტერესოა, მისი ერთ-ერთი კერპის, ნიკა გვარამიას მის უფროსზე, პაველ ჰერჩინსკიზე გამონათქვამს როგორ მიიღებს?
არაფერი დაიმალება, ყველაფერი გამოაშკარავდება და ყველა ბოროტმოქმედს კანონი გასცემს პასუხს.“-წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

 

Continue Reading

Previous: სამწუხაროდ ზოგიერთს აქვს ისეთი დამოკიდებულება, რომ თავად არიან იუპიტერები და საქართველო არის ხარი და იუპიტერისთვის რაც არის დასაშვები ქართველებისთვის და პატარა ერისთვის არ არის დასაშვები, რაც არის სამწუხარო მიდგომა
Next: ახლა რას იტყვიან ან ევროკავშირის ელჩი ან ევროპარლამენტარები, “წითელი ხალიჩა” რომ გაუგეს მათი წარმომადგენელის ჰერჩინსკის მაგინებელ გვარამიას ევროპარლამენტში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025