Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ერთი პრეტენზია არ გიჩნდებათ, რომ სხვა ყველგან თუ შეიძლება არადეკლარირებული ფინანსებისა და უცხო გავლენების კონტროლი, საქართველოში რატომ გაპროტესტებინებენ?!

მარშალ პრესი 07/05/2024
zurab kadagidze

“ჩაგძახეს, მიგითითეს, დაგქოქეს და “მიგაქსიეს” სახელმწიფოს წინააღმდეგ. თქვენ კი უაპელაციოდ მზად ხართ, ეს ქვეყანა ნაწილ-ნაწილ დაშალოთ?”, – ამის შესახებ პარტია “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს. ქადაგიძე გამოეხმაურა კანადის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მათ მიერ “უცხოური აგენტების რეესტრის შექმნის შესახებ” კანონპროექტი იქნება წარდგენილი. ზურაბ ქადაგიძის შეფასებით, საქართველოში არა მხოლოდ წაკითხულის გააზრებას, არამედ რეალობის აღქმის პრობლემაც არსებობს.

“ვინც წაუკითხავ ქართულ კანონპროექტს აპროტესტებთ, იმათთან მაქვს ერთი კითხვა: კრემლის გავლენებმა კანადაშიც შეაღწია თუ როგორაა საქმე?! – იოტისოდენა ღირსების გრძნობის და თავმოყვარეობის ამბავია, რა მნიშვნელობა აქვს ვინ გეუბნება – გაპროტესტებინებენ ისეთ რამეს, რაც მათთვის ნებადართულია! ანუ ჩაგძახეს, მიგითითეს, დაგქოქეს და “მიგაქსიეს” სახელმწიფოს წინააღმდეგ.

თქვენ კი უაპელაციოდ მზად ხართ, ეს ქვეყანა ნაწილ-ნაწილ დაშალოთ?! წაკითხულის გააზრებას აღარავინ ჩივის, რეალობის აღქმის პრობლემებთან გვაქვს უკვე საქმე. ვერა ხედავთ, რომ სხვის ხელში სათამაშოდ გაქციეს? რა ვიცი, ყველაზე თავისუფლები და დამოუკიდებლები ვართ გადაწყვეტილებებშიო და ფაქტი წინააღმდეგს მოწმობს – ერთი პრეტენზია არ გიჩნდებათ, რომ სხვა ყველგან თუ შეიძლება არადეკლარირებული ფინანსებისა და უცხო გავლენების კონტროლი, საქართველოში რატომ გაპროტესტებინებენ?!”, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Continue Reading

Previous: აქციის ორგანიზატორებმა სასწრაფოდ უნდა მიმართონ პარტნიორებს, რომ კანადა იხსნან გარდაუვალი გარუსებისგან!
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025