Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სიცრუის მხარეზე მყოფნი ჩვენს ერთობას ვერანაირი რაოდენობით თუ ავტორიტეტით ვერ დაძლევენ

მარშალ პრესი 07/05/2024
david kartvelishvili

„ჩვენ გვესმის და ვათვითცნობიერებთ ლუციფერის ძლევამოსილებას და მის ყოფილ სტატუსს – ღმერთის უსაყვარლესი მთავარანგელოზისა. მაგრამ, მისი ნებაყოფლობითი დაცემის შემდეგ, დღეს სულ სხვა ძალებს ვცემთ თაყვანს და ამ ძალების დაძლევის შანსი – საქართველოში – არ არსებობს!“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც სიცრუის მხარეს დგანან, საქართველოს მოსახლეობის ერთიანობას ვერანაირი რაოდენობით თუ ავტორიტეტით ვერ დაძლევენ.

„დღე არ გავა, რომ ქართველი მეცნიერების, მწერლების, სპორტსმენების, მედიკოსების, ფარმაცევტების, ფერმერების, მეთევზეების, მონადირეების, ასენიზატორების და ა.შ. სახელით – არ გასაჯაროვდეს პასკვილები, რომლებიც იწყება აპრიორი ცილისწამებით და დეზინფორმაციით: „ძირს კრემლის შთაგონებით შექმნილი რუსული კანონი“. ამ წინასიტყვაობის უკან დგას სიცრუე – ლუციფერის საკომუნიკაციო ენა.

შესაბამისად, ამის იქეთ პეტიცია უკვე არის უინტერესო და ანტიქართული. ქართული მიდგომის მხარეზეა სიმართლე და სახარება: „სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მეც იქ ვარ, მათ შორის“ – დღეს ერსა და ბერშიც, ორნიც ვართ და სამნიც, ასე რომ უფალი ჩვენთან არს. სიცრუის მხარეზე მყოფნი ამ ჩვენს ერთობას ვერანაირი რაოდენობით თუ ავტორიტეტით ვერ დაძლევენ. ჩვენ გვესმის და ვათვითცნობიერებთ ლუციფერის ძლევამოსილებას და მის ყოფილ სტატუსს – ღმერთის უსაყვარლესი მთავარანგელოზისა. მაგრამ, მისი ნებაყოფლობითი დაცემის შემდეგ, დღეს სულ სხვა ძალებს ვცემთ თაყვანს. და ამ ძალების დაძლევის შანსი – საქართველოში – არ არსებობს!“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ ანტიეროვნული, მორალურად გაუფასურებული ძალა დგას, რომელიც საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შენარჩუნებას კანონის წაუკითხავი ემოციური ახალგაზრდებით ცდილობს
Next: აცრემლებული მშობლები გვირეკავენ, რომ მათ შვილებზე მასიური ბულინგი ხორციელდება. დასცინიან, შეურაცხყოფებს აყენებენ, ეზოებში ხვდებიან იმათ, ვინც ქუჩაში არ გადის. ამ ფაშიზმს იწონებს დასავლეთი?

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025