Skip to content
02/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აი ეს არის სითავხედის ბოლო სახე, სასწრაფოდ უნდა მოხდეს მათი ლუსტრაცია

მარშალ პრესი 07/05/2024
giorgi gamsakhurdia

დგანან ეს მართლა რუსის ლაქიები, დსთ-ში საქართველოს შემთრევები, რუსებზე ყველაფრის გამყიდველები და ჩვენ გვეძახიან რუსეთუმეებს. აი ეს არის სითავხედის ბოლო სახე, სასწრაფოდ უნდა მოხდეს მათი ლუსტრაცია! – წერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია.

 „მთელი ჩვენი ოჯახი, საბჭოთა და რუსული იმპერიის დევნის ობიექტი იყო, არ დაუკლიათ მამაჩემზე ციხეები და დევნა შევიწროება, შემდეგში სამხედრო გადატრიალების გზით, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის და კრემლის იმ პერიოდის მმართველობის პირდაპირი ჩართულობით იგი დაამხეს. ნაცმოძის დღევანდელ პოლიტიკურ ლიდერშიფთან ერთად. მერე პირდაპირ რუსული სპეცსამსახურების ჩართულობით მოახდინეს ზვიადის ლიკვიდაცია.

მე, მთელი ბავშვობა, ტყე, ომი, გაჭირვება და უბედურება არ დამკლებია რუსული იმპერიის მხრიდან. ადრეული ასაკიდან ვიღებდი აქტიურ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში, რომელიც 90-იან წლებში მიმდინარეობდა ჩეჩნეთში, თავისთავად რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ.

შემდგომ დავბრუნდი საქართველოში და ქართული სამართალდამცავი ორგანოების რიგებში 26 წელია ვიცავ ქვეყანას და მის ინტერესებს, დეტალებს არ ჩამოვთვლი, ვინც საჭიროა იციან. ახლა დგანან ეს მართლა რუსის ლაქიები, დსთ-ში საქართველოს შემთრევები, რუსებზე ყველაფრის გამყიდველები და ჩვენ გვეძახიან რუსეთუმეებს. აი ეს არის სითავხედის ბოლო სახე, სასწრაფოდ უნდა მოხდეს მათი ლუსტრაცია!“ – წერს გიორგი გამსახურდია.

Continue Reading

Previous: ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის მწვრთნელი მკლავჭიდში მარიამ ნოდია – ორივე მკლავში, ევროპის ჩემპიონია
Next: ახალგაზრდებს აყენებენ წინ აირწინაღებით, მაგრამ მათ უკან ვაშაძე, ხოშტარია, ჯაფარიძე, დეკანოიძე და სხვა დეიდა-ბიძიები დგანან, რუსებზე ბინების მიმქირავებლები, რუსებისგან ჰონორარების მიმღები და ტერიტორიების 20 % ხონჩით მიმრთმევები

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025