Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას -10 მაისს განიხილება მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, გამჭვირვალობის კანონპროექტს განვიხილავთ 13 მაისს

მარშალ პრესი 07/05/2024
anri oxanashvili

პარასკევს, 10 მაისს, ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული 9 პუნქტიდან, – ასე ეხმიანება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს დაგეგმილ კომიტეტის სხდომაზე “გამჭვირვალობის კანონპროექტის” განხილვა გაგრძელდება.

დეპუტატი მოუწოდებს ოპონენტებს, ნუ გაავრცელებენ სიცრუეს, ვინაიდან, 10 მაისს დაგეგმილია ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, “გამჭვირვალობის კანონპროექტი” კი 13 მაისს განიხილება.

“პარასკევს, 10 მაისს, ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული 9 პუნქტიდან 🇬🇪🇪🇺
ამიტომ, კომიტეტის სხდომაზე განიხილება მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მე-2 მოსმენით.

გამჭვირვალობის კანონპროექტს კი განვიხილავთ ორშაბათს, 13 მაისს.

ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას.

ქრისტე აღდგა! კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!” – წერს ანრი ოხანაშვილი.

Post navigation

Previous: ვინც აქციებზე „წრფელი გულით“ დადის, უნდა გაითვალისწინოს, რომ რადიკალური ოპოზიციის, ლგბტ ორგანიზაციებისა და NGO-ების ორგანიზებულ აქციაზე მისვლა მათი ღირებულებების გაზიარებას, მათ გეგმებსა და შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობის აღებასაც ნიშნავს
Next: ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის მწვრთნელი მკლავჭიდში მარიამ ნოდია – ორივე მკლავში, ევროპის ჩემპიონია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.