Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბატონი მილერისა და აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თურმე ამერიკაში აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობა დასაწუნია, საქართველოში კი – მოსაწონი; გამჭვირვალობა ამერიკაში მოსაწონია, საქართველოში კი – დასაწუნი

მარშალ პრესი 07/05/2024
guram macharashvili

„ბატონი მილერის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ორმაგი სტანდარტების გაგრძელება და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა.“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ამერიკული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ.

„ბატონი მილერისა და აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თურმე ამერიკაში აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობა დასაწუნია, საქართველოში კი – მოსაწონი; გამჭვირვალობა ამერიკაში მოსაწონია, საქართველოში კი – დასაწუნი… ანუ, გამოდის, რომ საერთაშორისო სტანდარტებისა და რეალობის გათვალისწინებით კი არ უნდა ვიცხოვროთ, არამედ – ისე, როგორც მიგვითითებენ. ეს არის ზუსტად ვასალური დამოკიდებულება. ჩვენ მივიღებთ იმ კანონს, რომელიც არის ქართული და რომელიც იმოქმედებს არა ამერიკაში, არამედ – საქართველოში. და, თუ ვინმეს კითხვები აქვს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შესთავაზა ყველა დიპლომატს, მათ შორის, ამერიკის ელჩს, რომ მივიდნენ და საჯაროდ დასვან კითხვები ამ კანონთან დაკავშირებით, რასაც პრემიერი უპასუხებს. როგორც ჩანს, ამის ან ერიდებათ, ან – ეშინიათ, რადგან ძნელია ამ ქართულ კანონზე რამე ისეთი კითხვა დასვა, რაზეც პრემიერს პასუხი არ ექნება.“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: თავდამსხმელები აგრძელებენ LockBit გამოსასყიდი პროგრამის გაჟონილი ბილდერის გამოყენებას კიბერშეტევებისთვის
Next: მამულს, ენას, სარწმუნოებას ვერ დაამარცხებენ – ჩემთან ერთად, თქვენც ილოცეთ საკუთარ შვილებზე, ხოლო მათი სულების დაღუპვის მსურველებს ხელისუფლება და ერის ჯანსაღი საზოგადოება თავის ადგილს მიუჩენს!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.