Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შანტაჟი, მუქარა, რომ ან სახელმწიფოს ინტერესების დაცვაზე უარს იტყვი ან დაგასანქცირებ – არ ჭრის – ანრი ოხანაშვილი

მარშალ პრესი 07/05/2024
anri okhanashvili

შანტაჟი, მუქარა, რომ ან სახელმწიფოს ინტერესების დაცვაზე უარს იტყვი ან დაგასანქცირებ – არ ჭრის, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, არაერთხელ დაადასტურა ქვეყნის მიმართ ერთგულება, შესაბამისად, სანქციების დაწესების მუქარა ვერავის შეაშინებს.

ოხანაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ შესაძლოა, პარტნიორები ვერ თანხმდებოდნენ კონკრეტულ საკითხებზე, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ ისინი უხეშად უნდა ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში.

“ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაადასტურა ჩვენი სამშობლოს მიმართ ერთგულება და შესაბამისად, ვერავითარი მუქარა სანქციების შესახებ, ვერავის ვერ შეაშინებს.
შესაძლებელია არსებობდეს საკითხები, სადაც პარტნიორები ვერ თანხმდებოდნენ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს და პარტნიორს არ აძლევს უფლებას, რომ უხეშად ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში. პარტნიორობა ნიშნავს თანასწორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას.” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Post navigation

Previous: ლევან ბერძენიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას პოზიციის გამო გულმოკლულია
Next: FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის „ფორმულა“ – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები“ – სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.