Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამგვარი ქცევით განა შეიძლება საქართველოში არარსებულ „რუსულ კანონთან” ბრძოლა? და თუ თქვენ ნორმალური ადამიანი ხართ, თქვენვე მიპასუხებთ: არასგზით!

მარშალ პრესი 06/05/2024
davit kartvelishvili

„მაშ ასე, ბრწყინვალე შვიდეული გრძელდება. რა პერფორმანსებით დაგვამახსოვრეს თავი სააღდგომო დღეებში „შინევროპელებმა” თავისი „ქოუჩების” მითითებებით,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და პერფორმანსების ჩამონათვალს აკეთებს.

„მაშ ასე, ბრწყინვალე შვიდეული გრძელდება. რა პერფორმანსებით დაგვამახსოვრეს თავი სააღდგომო დღეებში „შინევროპელებმა” თავისი „ქოუჩების” მითითებებით: ილიას ტრიადა გააფართოვეს და ერთობის შემდეგ, სარწმუნოება ისევ დააბრუნეს; გარდამოხსნას ემთხვეოდნენ ევროკავშირის დროშაში გახვეულები; სააღდგომო კვერცხებს სახალისო „ჭკუამახვილობით” უბრახუნებდნენ ერთმანეთს; საგალობლების ქავერებს გვთავაზობდნენ; წმინდა გიორგი ცხენიდან მოპედზე გადმოსვეს და ჩაფხუტი დაახურეს; პატრიარქს „საზეიმოდ” აგინეს.

თვალწინ დამიდგა ეს კლასიკური, ფსიქიატრების მიერ, ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტას” გმირისთვის ანამნეზის დადგენის სცენა, რა თქმა უნდა მცირეოდენი პარაფრაზით: – მაშ „რუსულ კანონთან” ბრძოლის მიზნით, თქვენ მიმართეთ შემდეგ ზომებს – გულზე ხატი ჩამოიკიდეთ, იყო? – იყო, – დაეთანხმნენ „შინევროპელები”. – ღობიდან ჩამოვარდით და ლოყა დაიშავეთ? ასეა? – რესტორანში ანთებული სანთლით საცვლების ამარა გამოცხადდით და ვიღაც სცემეთ? – აქ გაკოჭილი მოგიყვანეს. მოსვლისთანავე დარეკეთ პოლიციაში და სთხოვეთ „რუსული ოცნების” დასაჭერად ტყვიამფრქვევები გამოეგზავნათ. – შემდეგ ეცადეთ ფანჯრიდან გადამხტარიყავით. ასეა? საკითხავია: ამგვარი ქცევით განა შეიძლება საქართველოში არარსებულ „რუსულ კანონთან” ბრძოლა? და თუ თქვენ ნორმალური ადამიანი ხართ, თქვენვე მიპასუხებთ: არასგზით!“ – წერს ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: მათი ეს თვალთმაქცობა ძალიან მალე გამომჟღავნდა, როდესაც წინა დღით გალობდნენ და მეორე დღეს პატრიარქს ლანძღავდნენ
Next: ეს ქმედება, რა თქმა უნდა, მოჩვენებითი, სანახაობრივი პერფორმანსის შინაარსით დატვირთული და ძირითადად რევოლუციის განვითარების მოტივით არის წარმოდგენილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025