Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ვინ უფრო ხშირად და მეტ სიტყვა “რუსულს” იტყოდა, როგორც ჩანს, ეს ხალხი გადაფარებულია შავ ფულს

მარშალ პრესი 06/05/2024
anri oxanashvili

მათი “არგუმენტი” იყო, ეს არის რუსული კანონი, რუსულში ასე წერია, თქვენთანაც ასე ხომ არ წერია, ანუ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ვინ უფრო ხშირად და მეტ სიტყვა “რუსულს” იტყოდა, – ასე აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით ოპონენტების რეაქციას.

მისი განცხადებით, ერთადერთი, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონის მიხედვით ევალებათ, არის ყოველწლიურად ფინანსური დეკლარაციის შევსება, თუმცა, ოხანაშვილი ვარაუდობს, რომ გარკვეული თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა და კანონის მოწინააღმდეგეები გადაფარებული არიან შავ ფულს.

“ერთადერთი, რაც ამ ორგანიზაციებს ევალებათ, ეს არის ყოველწლიურად, მომდევნო წელს წინა წლის, საფინანსო დეკლარაციის შედგენა, რა თანხები მიიღეს, მიზნობრიობა როგორი იყო, რაში დაიხარჯა კონკრეტულად. შემოსულა ჩვენს ქვეყანაში თანხები, რომლებიც დახარჯულა არამიზნობრივად და როგორც ჩანს, ეს ხალხი გადაფარებულია შავ ფულს.” – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

Continue Reading

Previous: პოლიტიკურ უმცირესობას ფსიქო-ემოციური აფეთქებისთვის მსხვერპლი სურს
Next: ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს უწმინდესს, ერს, სახელმწიფოს, ღირსია, საზოგადოებამ ის სახელი დაარქვას, რაც რეალურად ჰქვიათ და ნუ გაუკვირდებათ, რომ საზოგადოება მათ მკაცრ პასუხს გასცემს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025