Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რადიკალური ოპოზიცია ცდილობს ძალადობრივი მუხტი გაზარდოს – ისინი ფატალურ შედეგებს აანონსებენ

მარშალ პრესი 06/05/2024
eka sepashvili

„ეს ამ აქციების დაწყებამდეც გაჟღერდა და ახლაც – ჭიაბერაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ ისინი მსხვერპლს ელოდებიან“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.

სეფაშვილი ამით გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „ძალიან დიდ ბეწვის ხიდზე გავდივართ, რადგან ღმერთმა დაიფაროს და რაიმე ტიპის ფატალური შემთხვევა და არავინ იცის, რა სახეს მიიღებს ის მოვლენები, რაც ჩვენს ქვეყანაშია“. როგორც ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციას სურს საპროტესტო მუხტი აწიოს იმისთვის, რომ ქვეყანაში სისხლიანი რევოლუციური მოახდინოს.

„რადიკალური ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული ამ აქციის კოორდინატორები ცდილობენ როგორმე, ეს ძალადობრივი მუხტი გაზარდონ – ისინი ფატალურ შედეგებს აანონსებენ. ეს ამ აქციების დაწყებამდეც გაჟღერდა და ახლაც – ჭიაბერაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ ისინი მსხვერპლს ელოდებიან. როგორც ჩანს, მათ ამ მიტინგებზე მსხვერპლი უნდათ, რათა უფრო მეტად აწიონ მათ მიერ ორგანიზებული და ხელშეწყობილი მუხტი, რომ საქართველოში სისხლიანი რევოლუცია მოახდინონ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Continue Reading

Previous: “სასწრაფოდ გავაძევოთ სალომე ზურაბიშვილი საქართველოდან” – გოჩა ნაჭყებია
Next: შეწყვიტეთ ქართველების შანტაჟი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე – გამოცემა “Jacobin”-ის სტატია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025