Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შემირცხვენია ყველა ვითომ “პროდასავლელი”, რომელიც ნინო ლომჯარიას მსგავსად, ქრისტიანობას შეურაცხყოფს, ამისთვის “30 ვერცხლს” იღებს და აგენტოკრატიის დაკრულზე ვითომ “საერთო-სახალხო პროტესტში” მონაწილეობენ

მარშალ პრესი 05/05/2024
gia abashidze

“ამ ბრწყინვალე დღესასწაულზეც გვიწევს ვამხილოთ უსამშობლო, ანტიეკლესიური ავსულები, რომლებიც ძალიან ფუჭად ებრძვიან ჩვენს უძვირვირფასეს რწმენასა და ფასეულობებს.”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ფეისბუქ სტატუსის შესახებ, სადაც ლომჯარია ქრისტეს აღდგომას გვილოცავს და ლგბტ დროშის ფერებში შეღებილ სააღდგომო კვერცხის ფოტოს აქვეყნებს.როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, მრავალფეროვნება, ერთობა საქართველოს ნამდვილად არ ესწავლება ანგარებიანი ევრომადიდებლებისგან.

“ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!
მართლმადიდებელნო, ამ ბრწყინვალე დღესასწაულზეც გვიწევს ვამხილოთ უსამშობლო, ანტიეკლესიური ავსულები, რომლებიც ძალიან ფუჭად ებრძვიან ჩვენს უძვირვირფასეს რწმენასა და ფასეულობებს.

სიბრალული კი არა და შემირცხვენია ყველა ის ვითომ ჭკვიანი, ვითომ “პროდასავლელი”, რომელიც არარაობა ნინო ლომჯარიას მსგავსად, ქრისტიანობას შეურაცხყოფს, ამისთვის “30 ვერცხლს” იღებს და აგენტოკრატიის დაკრულზე კი, უტვინოები ვითომ “საერთო-სახალხო პროტესტში” მონაწილეობენ. ცხოვრებისგან უზომოდ დაჩაგრულმა ამ კომპლექსიანმა ლომჯარიამ ეს მკრეხელობა წაშალა, თუმცა ‘სქრინები’ შენახულია. არ მსურს იმ გაუბედურებული ახალგაზრდების ვიზუალური ჩვენება, რომლებიც სააღდგომო კვერცხების ერთმანეთზე დარტყმისას, ‘ქრისტე აღდგას’ არ ამბობენ და ‘წინ ევროპისკენ’ ჩაანაცვლეს. ამგვარი ტოტალურად უვიცი ქაჯები გაგნებაშიც კი არ არიან თუ რა ფასეულობებზე დაყრდნობით შეიქმნა ევროკავშირი.

ნებისმიერ ასეთ არსებას გავეჯიბრებით ტოლერანტობაში. მაგალითად ჩემთვის, უდიდესი პატივია, როცა ჩემი მუსლიმი თანამემამულე რამადანის დროს, იფტარზე მიმიწვევს და ინახადაც მყოფნი არა მხოლოდ რწმენაზე სხვადასხვა მიდგომით, არამედ საერთო ღირებულებებზე, ცხოვრებისეულ საკითხებზე ლაღად ვსაუბრობთ.

მრავალფეროვნება, ერთობა საქართველოს ნამდვილად არ ესწავლება ჭკუათხელი, ანგარებიანი ევრომადიდებლებისგან.

გვფარავს და გვარავდეს დედა ღვთისმშობელი, ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!”-წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: ერთმანეთის წითელ კვერცხებს უჭახუნებენ და … რა ევროპაში, რა რუსეთში, ამერიკას თუ ავსტრალიაში… ყველაფრის გაშარჟება და გაუკუღმართება შეიძლება?!
Next: ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას გურიაში სახელმწიფო რწმუნებული დაესწრო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025