Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ორმაგი სტანდარტებისგან უნდა გავთავისუფლდეთ, დავიწყოთ საუბარი და რა თქმა უნდა, ქვეყანას მისი მასშტაბის მიუხედავად, არ უნდა ავუკრძალოთ თავისი ინტერესების პრიორიტეტულად დაცვა

მარშალ პრესი 04/05/2024
dimitri khundadze

დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის უალტერნატივობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ შეთანხმება შეუთანხმებლობას ყოველთვის სჯობს. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, დიალოგი საჭიროა, თუმცა რეალობა ძალიან მძიმეა იმის გათვალისწინებით, რომ უცხო ძალების მხრიდან ვითარების განმუხტვის ნაცვლად, ხდება დაძაბულობის წახალისება.

„შეთანხმება შეუთანხმებლობას ყოველთვის სჯობს, მაგრამ რეალობა საკმაოდ მძიმეა, როდესაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან ხშირად ხდება გარე დაფინანსებით ქვეყნის შიგნით დესტრუქციული ქმედებების მოწყობის წახალისება. დღეს, რასაც ვუყურებთ ჩვენ თბილისის ქუჩებში, ესეც ხდება წახალისებით და წაქეზებით. პირდაპირი მესიჯია არ წაიკითხონ და გააპროტესტონ, ანდა უნდა გააპროტესტებინონ ქვეყნის შიგნით საზოგადოებას ქვეყნის დაცვის მიზნითვე შემუშავებული კანონი, თან კანონი, რომელიც დასავლეთში არის დასავლური და რატომღაც საქართველოში ის არის რუსული,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი საქართველოსთან მიმართებაში დასავლეთის მხრიდან მოქმედ ორმაგ სტანდარტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს მიდგომა დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას. „ორმაგი სტანდარტებისგან უნდა გავთავისუფლდეთ, დავიწყოთ საუბარი და რა თქმა უნდა, ქვეყანას მისი მასშტაბის მიუხედავად, არ უნდა ავუკრძალოთ თავისი ინტერესების პრიორიტეტულად დაცვა,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Continue Reading

Previous: ბოკერია, როგორც ცოლის სარჩულს გამოკერილი, მძივად აწყობილი პიტალო, რომელსაც თავი კიტრი ჰგონია და სინამდვილეში ბადრიჯანია
Next: სანქციები იქნება, რა მერე? ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია სანქცირებულია, მიუხედავად ამისა, „აქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს„ და ეს 200 000-კაციან მიტინგზეც დაადასტურა, რამე ეტყობოდა რომ სანქციები აშინებს?!

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025