Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენი ამოსავალი წერტილი ყოველთვის ქართველი ხალხი და მისი კეთილდღეობაა – პრემიერი

მარშალ პრესი 04/05/2024
6
ჩვენ ვაგრძელებთ ეკონომიკური ზრდის იმპულსის შენარჩუნებას მიმდინარე წელსაც – 2024 წლის პირველ კვარტალში ზრდამ 7,8% შეადგინა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინფლაცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში 3%-ზე ნაკლებია, ხოლო ბოლო სამი კვარტლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 1%-ს არ აღემატება.
„მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს როგორც საქართველოსთვის, ასევე, სრულიად რეგიონისთვის და ამ პროცესში ჩვენი ამოსავალი წერტილი ყოველთვის ქართველი ხალხი და მისი კეთილდღეობაა. ამ კონტექსტში, ჩვენი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა ის, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით ფისკალური და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება: პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, სამი წლის საშუალო მაჩვენებელმა კი 9,7% შეადგინა. ჩვენ ვაგრძელებთ ეკონომიკური ზრდის იმპულსის შენარჩუნებას მიმდინარე წელსაც – 2024 წლის პირველ კვარტალში ზრდამ 7,8% შეადგინა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინფლაცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში 3%-ზე ნაკლებია, ხოლო ბოლო სამი კვარტლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 1%-ს არ აღემატება. აღსანიშავია ისიც, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) და საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s ქართული ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით პოზიტიურ პროგნოზებს აკეთებენ”, –  განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ჩვენი მიზანია, გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის გაძლიერება და სრულად იქნეს საქართველოს პოტენციალი გამოყენებული, რათა ის გახდეს მთავარი ფინანსური, ეკონომიკური და კომერციული ცენტრი
Next: ჩვენი გადაწყვეტილებებით და ნაბიჯით ვქმნით უფრო განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ, უსაფრთხო და დაცულ მომავალს შემდგომი თაობებისთვის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025