IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

უარესი ჯერ კიდევ წინ არის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. მისი თქმით, პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია.

“მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ქვეყანამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია, პანდემიის ტემპი მაინც იზრდება. ჩემი მთავარი გზავნილია: ტესტი, კონტაქტების კვლევა, იზოლირება და კარანტინი. 

გლობალური სოლიდარობის არარსებობა და გაყოფილი მსოფლიო ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. უარესი ჯერ კიდევ წინ არის. ძალიან ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ასეთ გარემოსა და პირობებში უარესის შიში გვაქვს,“ – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ყველას გვსურს, რომ პანდემია დასრულდეს, მაგრამ მძიმე რეალობა ისაა, რომ ის დასრულებასთან ახლოსაც კი არ არის”,  – აცხადებს გებრეიესუსი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება