Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი

მარშალ პრესი 04/05/2024
sozar subari

„როცა ვლაპარაკობთ დასავლურ გზაზე და დასავლურ ინტეგრაციაზე, ჩვენც უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანი და არა კოლონია, როგორც ეს ვიღაცას წარმოუდგენია სადღაც დასავლეთში. ჩვენ ვიქნებით ევროპული სამყაროს, ცივილიზებული, ქრისტიანული ცივილიზაციის წევრი სახელმწიფო,” – განაცხადა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა შეაფასა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს მხრიდან გაკეთებული შეფასებები.

„ქართული პოლიცია ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტით მოქმედებს, განსხვავებით იგივე ფრანგული, ან ამერიკული პოლიციისგან, რასაც ვხედავთ ამ დღეების განმავლობაში. ის რაც ხდებოდა შეერთებულ შტატებში, როდესაც პოლიცია შეიჭრა კამპუსებში (სამასზე მეტი სტუდენტი მარტო ერთ კოლუმბიის უნივერსიტეტში დააპატიმრეს), სხვადასხვა ქალაქებში, გამოვიდა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და თქვა, რომ ძალადობა, კამპუსში გამაგრება, შუშების ჩამსხვრევა არ არის გამოხატვის თავისუფლება და ძალიან მკაცრად გასცემს ამას პასუხს სახელმწიფოო. ჩვენთან, როცა სხვა სტანდარტს გვიყენებენ, ამას არც მივიღებთ. როცა ვლაპარაკობთ დასავლურ გზაზე დასავლურ ინტეგრაციაზე, ჩვენც უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანი და არა კოლონია, როგორც ეს ვიღაცას წარმოუდგენია სადღაც დასავლეთში. ჩვენ ვიქნებით ევროპული სამყაროს, ცივილიზებული, ქრისტიანული ცივილიზაციის წევრი სახელმწიფო და ამ შემთხვევაში ორმაგი სტანდარტი, რომ იქ თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი, რა თქმა უნდა, ჩვენთან არ იქნება მიღებული” – განაცხადა სუბარმა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი, რაზეც სოზარ სუბარმა ისაუბრა, დაუსჯელობაა. როგორც მან აღნიშნა, არცერთი პოლიციელი, რომელმაც კაპიტოლიუმზე განხორციელებულ შტურმში ადამიანი მოკლეს, არ დასჯილა. მეტიც, მისი თქმით, მოსამართლემ არც კი განიხილა ეს საქმე.

„პოლიციელები, რომლებმაც ეს მკვლელობა ჩაიდინეს, არათუ არ დასაჯეს, მოსამართლემ არც კი განიხილა მათი საკითხი, თქვა, როგორ შეიძლება განვიხილო იმ პოლიციელის საქმე, რომელიც იცავდა კაპიტოლიუმის შენობასო. ჩვენ კი, იგივე დანაშაულის ჩამდენი პირი, ნიკა მელია მაგალითად, გაგვაშვებინეს ციხიდან. ეს არის ორმაგი სტანდარტი და ჩვენ ამას არც და ვერც მივიღებთ,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Continue Reading

Previous: წადი, სანამ ცოცხალი ხარ – გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილს ემუქრება (ვიდეო)
Next: ხვიჩა კვარაცხელიამ პოზიცია დააფიქსირა – საჯენზეთი უკმაყოფილოა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025