Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არც ერთმა საელჩომ და დონორმა არ დაგმო ძალადობის შემთხვევები. ბევრმა მათგანმა ძალადობრივ თავდასხმებს „მშვიდობიანი”’ უწოდა

მარშალ პრესი 03/05/2024
shalva papuashvili

ბოლო დღეებში მოწმენი გავხდით აღელვებული ახალგაზრდების ჯგუფების მიერ პარლამენტზე თავდასხმისა, რომლებსაც აორგანიზებდნენ, მიუძღოდნენ და აქეზებდნენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ჯგუფი,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტსა და უცხოურ საელჩოებსა და დონორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მიუხედავად, არავინ გამოიჩინა საკმარისი კეთილი ნება და კეთილსინდისიერება, რომ ადეკვატურად შეეფასებინა საქართველოს ეროვნული ინსტიტუტების საწინააღმდეგო ძალადობა.

,,ბოლო დღეებში მოწმენი გავხდით აღელვებული ახალგაზრდების ჯგუფების მიერ პარლამენტზე თავდასხმისა, რომლებსაც აორგანიზებდნენ, მიუძღოდნენ და აქეზებდნენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ჯგუფი,

პოლიცია, ძირითადად, პარლამენტის შენობის დაცვით შემოიფარგლებოდა. ძალას მხოლოდ პარლამენტის შესასვლელების დაცვისა და შენობაში შეჭრის აღსაკვეთად იყენებდა. ოთხშაბათს კი, როდესაც პარლამენტზე თავდასხმა განსაკუთრებულად ძალადობრივი იყო, პოლიცია მხოლოდ პარლამენტის შიდა პერიმეტრზე მოქმედებდა.

მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელების გადაადგილების და გამოხატვის თავისუფლებისათვის წინააღმდეგობა არავის შეუქმნია, ისინი მაინც უტევდნენ და ვანდალურად აზიანებდნენ პარლამენტს, რომელიც ქართული დემოკრატიის ყველაზე მთავარი ინსტიტუტი და სიმბოლოა.

საჭირო გახდა რვა პოლიციელის ჰოსპიტალიზება, ერთ-ერთ მათგანს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

სამწუხაროდ, არც ერთმა უცხოურმა საელჩომ და საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციამ არ დაგმო ძალადობის შემთხვევები. მეტიც, ბევრმა მათგანმა ძალადობრივ თავდასხმებს “მშვიდობიანი”’ უწოდა.

სამწუხარო გამოცდილება გვასწავლის, რომ ძალადობის წაყრუება მომავალში მეტ ძალადობას ახალისებს.

ვწუხვარ, რომ საქართველოს პარლამენტსა და უცხოურ საელჩოებსა და დონორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მიუხედავად, არავინ გამოიჩინა საკმარისი კეთილი ნება და კეთილსინდისიერება, რომ ადეკვატურად შეეფასებინა საქართველოს ეროვნული ინსტიტუტების საწინააღმდეგო ძალადობა,” – წერს შალვა პაპუაშვილი.

Continue Reading

Previous: ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩვენი გმირი ბიჭების წარმატებები როგორღაც წარუმატებლობად აქციონ – ამით ცდილობენ დაანგრიონ ქართული სპორტი
Next: როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ამდენს ბედავს – ის ჩვენ არ გვესაუბრება, როგორც პარტნიორს – გურამ მაჭარაშვილი ამერიკის ელჩზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025