Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ურთიერთსაპირისპირო მესიჯები გვესმის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასეთი ორმაგი სტანდარტები კი ჩვენი პარტნიორული ურთიერთობებისთვის შეუსაბამოა

მარშალ პრესი 03/05/2024
eka sepashvili

„საქართველოსთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტები, ვფიქრობ არ არის ჩვენი პარტნიორული ურთიერთობებისათვის ხელშემწყობი,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

მისივე თქმით, ორმაგი სტანდარტები ხდება საფუძველი ხალხში ანტიამერიკული და ანტიევროპული განწყობების შექმნის.

„გავიხსენებ ერთ-ერთი ამერიკელი სენატორის წერილს, რითაც იგი „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან“ [USAID-], ითხოვდა იმ ფონდების თანხების გასაჯაროებას, რომელიც მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის იხარჯება უკრაინაში. აღნიშნულმა სააგენტომ უარი უთხრა სენატორს ინფორმაციის გამჟღავნებაზე. სენატორი აღნიშნავს, რომ გამჭვირვალობა აუცილებელია.

ჩვენ ურთიერთსაპირისპირო მესიჯები გვესმის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, თუმცა გამჭვირვალობა, რატომ არის ცუდი ან მიუღებელი რომელიმე სახელმწიფოსთვის, ამის ახსნა ჯერ არ მოგვისმენია არცერთი მხრიდან, ვგულისხმობ ამერიკას და სხვა დასავლელ პარტნიორებს. საქართველოსთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტები, ვფიქრობ არ არის ჩვენი პარტნიორული ურთიერთობებისათვის ხელშემწყობი. ყოველივე ხელს უწყობს ხალხში ანტიამერიკული, ანტიევროპული განწყობების წარმოქმნას, რაც ჩემი აზრით აბსოლუტურად დაუშვებელია და ევროპელმა ლიდერებმა ხელი არ უნდა შეუწყონ ასეთი განწყობების შექმნას საქართველოში,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Continue Reading

Previous: “ქართული ოცნება” გამჭვირვალობის კანონპროექტის ტექსტს აქვეყნებს
Next: არა რუსულ კანონს, კი ევროპას – ახალგაზრდებო, ბოლომდე გეთანხმებით ამ სლოგანში, ოღონდ, ჯერ კარგად გაერკვიეთ, სადაა რუსული კანონი და ვინ გაშორებთ ან გაახლოებთ ევროპას, თავი არავის უნდა მოატყუებინოთ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025