Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მეგობრებო, ჩვენ ვაფასებთ თქვენს აზრს, მაგრამ თქვენც უნდა გაიაზროთ ჩვენი არგუმენტები. არ მისცეთ უფლება 500 კაციან დესტრუქციულ ჯგუფებს, თქვენი პროტესტი თავიანთი ბნელი მიზნებისთვის – საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ

მარშალ პრესი 03/05/2024
giorgi chakvetadze

მეგობრებო, ჩვენ ვაფასებთ თქვენს აზრს, მაგრამ თქვენც უნდა გაიაზროთ ჩვენი არგუმენტები. არ მისცეთ უფლება 500 კაციან დესტრუქციულ ჯგუფებს, თქვენი პროტესტი თავიანთი ბნელი მიზნებისთვის – საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ. ამის მაგალითები კი, უახლოესი წარსულიდან ნამდვილად გემახსოვრებათ, – წერს სოციალურ ქსელში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე.

ჩაკვეტაძემ აღნიშნა, რომ საქართველო ევროპაა, რისთვისაც ყველაზე მეტი, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა. მისივე თქმით, დღეს საქართველოში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული ისე, როგორც არასდროს, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომელიც არ უნდა გადაილახოს.

„სანამ ჩვენი გუნდის ღირსეულ წევრებს შეურაცხყოფებს მიაყენებთ და უკადრებლებს იკადრებთ
თქვენს ოფისშივე, ნაც. მოძრაობას ჰკითხეთ, რატომ გააკეთა და აკეთებს რუსულ საქმეს:
რატომ ჩააბარეს სტრატეგიული ობიექტები რუსეთს;
რატომ დაარქვეს სამაჩაბლოს, სამხრეთ ოსეთი და კოდორის ხეობას – ზემო აფხაზეთი;
რატომ დათმეს ჩვენი ისტორიული სოფლები უბრძოლველად;
რატომ მიატოვეს გმირი სამხედროები ბრძოლის ველზე და შემდეგ რატომ დააბრალეს მათ ომის დაწყება;
ომის შემდეგ, რატომ აგზავნიდნენ სენტიმენტალურ წერილებს კრემლში და რუსებს ვარდებით ეგებებოდნენ ლარსთან;
რატომ დაუჭირეს მხარი რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში;
თითი თითზე რატომ არ დადეს სასამართლოს რეფორმისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის;
რატომ გააქციეს ნახევარზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე საზღვარგარეთ და ვინც ვერ გაასწრო, რატომ დაიჭირეს და დახოცეს;
რატომ აწამებდნენ პატიმრებს ციხეებში;
რატომ ართმევდნენ ადამიანებს ბიზნესს და ქონებას;
რატომ ამკვიდრებდნენ საქართველოში სრულ ტერორს.
დღეს კი, ჩვენს სამშობლოში, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული ისე, როგორც არასდროს. უფრო მეტადაც კი, ვიდრე ბევრ სხვა ევროპულ და ცივილიზებულ ქვეყანაში.
მიუხედავად ამისა, არსებობს ზღვარი, რომელიც არ უნდა გადალახოთ. პირად შეურაცხყოფებს არ გაგიტარებთ და ყოველ ჯერზე, მიიღებთ შესაბამის პასუხს!
რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც გულწრფელად აპროტესტებენ და შეიძლება ეს ყველაფერი არ ახსოვდეთ. მეგობრებო, ჩვენ ვაფასებთ თქვენს აზრს, მაგრამ თქვენც უნდა გაიაზროთ ჩვენი არგუმენტები.

არ მისცეთ უფლება 500 კაციან დესტრუქციულ ჯგუფებს, თქვენი პროტესტი თავიანთი ბნელი მიზნებისთვის – საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ. ამის მაგალითები კი, უახლოესი წარსულიდან ნამდვილად გემახსოვრებათ. საქართველო ევროპაა, რისთვისაც ყველაზე მეტი, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გააკეთა! “ -წერს ჩაკვეტაძე.

Continue Reading

Previous: ჩვენ არაერთი ძალადობის ფაქტები გვინახავს საფრანგეთში, გვახსოვს „ყვითელი ჟილეტების“ აქციაც, კიდევ სხვა აქციები როცა ახალგაზრდებს, ძალის გადამეტებით უსწორდება ადგილობრივი პოლიცია
Next: “ქართული ოცნება” გამჭვირვალობის კანონპროექტის ტექსტს აქვეყნებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025