Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მხოლოდ მეორე მოსმენით მიღებულმა კანონმა თუ ასეთი გამჭვირვალე გახადა შინაურიც და გარეულიც, დამტკიცების შემდეგ რა მოხდება!?

მარშალ პრესი 03/05/2024
levan nikoleishvili

ამ აქციებს, რომლებიც ასეთი “დემოკრატიული” და “მშვიდობიანი ფორმებით” მიმდინარეობს, საერთო არა აქვს არც „გამჭვირვალობის კანონთან,“ არც სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასთან და ცხადია არც რუსეთის, ან რაიმე რუსულის წინააღმდეგ, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, აქციებზე არსებული სურათის მნახველი უცხოელები, რომლებიც ამ აქციებს და მათ ლიდერებს კვლავ ამართლებენ და მხარს უჭერენ, ახლო მომავალში, პროტესტის მხარდაჭერისა მიზნით სავარაუდოდ თითო ნაგვის ურნას პირადადაც შემოაგორებენ

“ამ აქციებს, რომლებიც ასეთი “დემოკრატიული” და “მშვიდობიანი ფორმებით” მიმდინარეობს, საერთო არა აქვს არც „გამჭვირვალობის კანონთან,“ არც სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასთან და ცხადია არც რუსეთის, ან რაიმე რუსულის წინააღმდეგ.

მით უმეტეს, როდესაც მათ ლიდერობს, გიორგი ვაშაძე, რუსებზე ბინის გამქირავებელი და 25 მაისის აქციის დარბევის შემდეგ, სააკაშვილის მიერ მედლით დაჯილდოებული, МГИМО-ს კურსდამთავრებული, კრემლიდან რუბლებით დაფინანსებული, ელენე ხოშტარია, სხვა ქვეყანაში სამსახურისა და თანამდებობის მიღების გამო, საქართველოს მოქალაქეობის უარმყოფელი ხატია დეკანოიძე, სააკაშვილის მუდმივად გამმართლებელი და პირადი დამცველი ნინო ლომჯარია, 2008 წლის ომის ომის დაწყების საქართველოსთვის დამბრალებელი სალომე ზურაბიშვილი…სია გრძელია!

ამ სურათის შემხედველი უცხოელები, რომლებიც ამ აქციებს, მათ ლიდერებს კვლავ ამართლებენ და მხარს უჭერენ, ხვალ ან ზეგ აქციის მხარდაჭერისა და აყროლების მიზნით სავარაუდოდ თითო ნაგვის ურნას პირადადაც შემოაგორებენ! ჯერ მხოლოდ მერე მოსმენით მიღებულმა კანონმა თუ ასეთი ცხადი და გამჭვირვალე გახადა შინაურიც და გარეულიც, დამტკიცების შემდეგ რა მოხდება!?” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: რუსული ტანკები საქართველოში მიხეილ სააკაშვილმა შემოიყვანა და კარგად გვახსოვს, როცა გორში თვითმფრინავმა გადაიფრინა, როგორ მიატოვა სტუმარი – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და როგორ ფორთხავდა მტვერში
Next: ცალკე დასაგმობია ის ზეწოლა, რომელსაც კონკრეტული პირები ქალების მიმართ იჩენდნენ. ამ აქციების ორგანიზატორები არიან ნინო ლომჯარია, ბაია პატარაია, ელენე ხოშტარია და კიდევ ბევრი ე.წ. „ქალი პოლიტიკოსი“

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025