Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რაც არ უნდა იძახონ “მშვიდობიანმა” მომიტინგეებმა ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა აქციაზეო -ტყუილია. ბოლო აქციაზე გამოჩნდა მათი და მათი ორგანიზატორების მიზნები – დაპირისპირება ქართველ ხალხთან, ქალაქის პარალიზება, აგრესია და დესტუქცია

მარშალ პრესი 03/05/2024
nino pochkhua

“რაც არ უნდა კეთილ მიზანს ემსახურებოდეს აქცია, რაც არ უნდა იძახონ “მშვიდობიანმა” მომიტინგეებმა ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა აქციაზე და თუ ჩამოვარდა ჩვენი აქტივისტები ალაგებდნენო, ტყუილია! ფაქტი სახეზეა, დალეწილი, დანაგვიანებული თბილისი.”- წერს  ნინო ფოჩხუა და სოციალურ ქსელში აქვეყნებს აქციის შედეგად დანაგვიანებულ ქუჩის კადრებს.

როგორც ფოჩხუააღნიშნავს, ბოლო აქციაზე გამოჩნდა მათი და მათი ორგანიზატორების მიზნები, დაპირისპირება ქართველ ხალხთან, ჩვეულებრივ მოქალაქეებთან, ქალაქის პარალიზება, აგრესია და დესტუქცია.

მისივე თქმით, მღვრიე წყალში თევზი ადვილად დასაჭერია, აი ეს უნდათ გაყიდულ ორგანიზატორებს, ხელისუფლებაში მოსვლა არა არჩევნების გზით, იციან აგებენ, არამედ რევოლუციით.

“რაც არ უნდა კეთილ მიზანს ემსახურებოდეს აქცია, რაც არ უნდა იძახონ “მშვიდობიანმა” მომიტინგეებმა ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა აქციაზე და თუ ჩამოვარდა ჩვენი აქტივისტები ალაგებდნენო, ტყუილია! ფაქტი სახეზეა, დალეწილი, დანაგვიანებული თბილისი. ტყუილია მათი სიტყვები საქართველოს მომავლისთვის ბრძოლის შესახებ! ბოლო აქციაზე გამოჩნდა მათი და მათი ორგანიზატორების მიზნები, დაპირისპირება ქართველ ხალხთან, ჩვეულებრივ მოქალაქეებთან, ქალაქის პარალიზება, აგრესია და დესტუქცია. მღვრიე წყალში თევზი ადვილად დასაჭერია, აი ეს უნდათ გაყიდულ ორგანიზატორებს, ხელისუფლებაში მოსვლა არა არჩევნების გზით, იციან აგებენ, არამედ რევოლუციით. აი ამისთვის წირავენ ჩვენს ახალგაზრდებს. მათ გვერდში დგომასაც არ კადრულობენ, წვიმას როგორ შეაწუხებინებენ თავს, კაფეებში სხედან და ტელეფონით ადევნებენ თვალს წვიმაში გაწუწულ ახალგაზრდებს, ტელეფონითვე მოუწოდებენ არ გაჩერდნენ და ალბათ გულში იცინიან ამდენი ახალგაზრდის გაცუცურაკებისთვის.”– წერს ნინო ფოჩხუა.

Post navigation

Previous: ეს არის მოევროპელო, მომიტინგე-მოპროტესტთა რეალური სახე, ასეთად უნდათ აქციონ ჩვენი მამული, ენა, სარწმუნოება!
Next: რუსული ტანკები საქართველოში მიხეილ სააკაშვილმა შემოიყვანა და კარგად გვახსოვს, როცა გორში თვითმფრინავმა გადაიფრინა, როგორ მიატოვა სტუმარი – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და როგორ ფორთხავდა მტვერში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.