Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა კარგი მაგალითი იყო იმის, თუ როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია საქართველოს ადგილი მსოფლიოში დააკნინოს

მარშალ პრესი 21/05/2022
გიორგი ხელაშვილი

ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა იყო ძალიან კარგი მაგალითი ამისი, რომ რადიკალური ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს რაღაცნაირად დააკნინონ საქართველოს ადგილი მსოფლიოში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ყიჟინა დაიწყეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ნატოს გენერალური მდივანი ვერ ხვდებოდა ირაკლი ღარიბაშვილს. ეს ყველასთვის ცნობილი იყო, მათთაც ძალიან კარგად იცოდნენ, წარმოუდგენელია, იმ ადამიანებს, რომლებიც ამაზე ლაპარაკობდნენ, არ სცოდნოდათ რომ მსგავსი რამ ხდება – შეიძლება ადამიანი ავად გახდეს და ვიღაცას ვერ შეხვდეს. წარმოუდგენელია საკუთარი ქვეყნის მტრობა, საკუთარი ქვეყნის გაშავების მცდელობა, ძახილი, რომ ნახეთ გააუქმა ნატოს გენერალურმა მდივანმა შეხვედრა. ადამიანს, რატომ უნდა მოგივიდეს ასეთი რამ თავში, რომ საკუთარი ქვეყნის წარუმატებლობა გიხაროდეს“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

18 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს მის საცხოვრებელ რეზიდენციაში შეხვდა.

მანამდე რამდენიმე საათით ადრე ნატოს ოფიციალურ ვებ-გევრდზე ეწერა, რომ შეხვედრა გაუქმდა, თუმცა მიზეზი დაკონკრეტებული არ იყო. გავრცელებული ინფორმაციით კი ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა ნატოს გენმდივნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაუქმდა. სტოლტენბერგს ერთი კვირის წინ კორონავირუსი ჰქონდა.

Continue Reading

Previous: მთის ტრასების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: ეკონომიკის სამინისტრომ ბაკურიანის გათოვლიანების ტენდერი იმ კომპანიას დაუკვეთა, რომელმაც ყველა მსოფლიო ჩემპიონატი, ოლიმპიადა ჩაატარა და რომელმაც დადგენილი კრიტერიუმები სრულად დააკმაყოფილა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025