Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

“ნაცმოძრაობის” სამარცხვინო და ანგარებიან ლობისტს, სააკაშვილის ყოფილ მრჩეველს, ევროპარლამენტარ რაფაელ გლუკსმანს მისივე ფლანგის ულტრამემარცხენეები დაუპირისპირდნენ, რაღაც ვერ ვხედავ თვალთმაქცი ევროკრატების ორკესტრირებულ აღშფოთებას თავდასხმის გამო

მარშალ პრესი 03/05/2024
gia abashidze

რაღაც ვერ ვხედავ თვალთმაქცი ევროკრატების ორკესტრირებულ აღშფოთებას ევროპარლამენტარ გლუკსმანზე საფრანგეთში თავდასხმის გამო, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოცილურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტზე, ევროპარლამენტარ რაფაელ გლუკსმანზე თავისივე ფლანგის წევრების მიერ თავდასხმის ფაქტს.

მისი განცხადებით, საქართველოში რომ რომელიმე ანგარებიანი ევროპარლამენტარისთვის თუნდაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინათ, ისტერიკაში ჩავარდებოდნენ კორუფციის ჭაობში მყოფი ევროპელი პოლიტიკოსები.

“რაღაც ვერ ვხედავ თვალთმაქცი ევროკრატების ორკესტრირებულ აღშფოთებას ევროპარლამენტარ გლუკსმანზე საფრანგეთში თავდასხმის გამო. ალბათ, სამართლიანად ეშინიათ ივნისის ევროპარლამენტის არჩევნების და ვერ ბედავენ ევროპულ პოლიტიკაზე ღია და თამამ კომენტარებს. აქ რომ რომელიმე ანგარებიანი ევროპარლამენტარისთვის თუნდაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინათ, ხომ წარმოგიდგენიათ რა ისტერიკაში ჩავარდებოდნენ კორუფციის ჭაობში მყოფი ევროფულისტები. “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთ სამარცხვინო და ანგარებიან ლობისტს, სააკაშვილის ყოფილ მრჩეველს, ევროპარლამენტარ რაფალ გლუკსმანს მისივე ფლანგის ულტრამემარცხენეები დაუპირისპირდნენ. სენტ-ეტიენში (საფრანგეთი) ჩასულ გლუკსმანს სურდა 1 მაისის მშრომელთა სოლიდარობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, თუმცა გააძევეს როგორც “პალესტინის მოღალატე”. სოციალისტი გლუკსმანი ადანაშაულებს ულტრამემარცხენე La France Insoumise (LFI) ლიდერებს ცილისწამებაში.” – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სამზადისი მიმდინარეობს
Next: ასე გააპანღურეს ფრანგმა მომიტინგეებმა კორუმპირებული ევროპარლამენტარი – ლევან ნიკოლეიშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025